შოთა რუსთაველი მიართმევს თამარ მეფეს "ვეფხისტყაოსანს"
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა.
ჰკრა ერთმანეთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,
ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.
აგერა მივა ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად.
შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად.
ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,
მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია.
მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა.
წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
მას შეეხვეწნეს: "ჭამეო", ძალი არ ჰქონდა ჭამისა.
ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა ;
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
რამაზ მეფე მის წინაშე შეპყრობილი მივიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან ვითა შვილი სააკვანეს.
ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი,გარისხებული.
რა დავარ გაძღა,ცემითა მისითა დალურჯებითა,
წამოდგეს ორნი მინანი, პირით მიტ ქაჯებითა.
ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხმალი სისხლ-მოცხებული,
კვლა სხვაგნით ვეფხი უსულო, მკვდარი ქვე-დანარცხებული.
რა ესმოდეს მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან.
მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
შესტყორცნა და ჩმოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა.
რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!
ვფიცავ, რომე იგი მზეა. არა მართებს მზესა მზობა!..
ჩავეგები, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.
მეფემან ბრძანა:"გამხადა ნახული მე უნახველად,
ღმრთისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად!.."
როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,
აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.
თქვეს: "ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია..."
ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.
No comments:
Post a Comment