ვარდის ფურცლობის ნიშანი
(თამაზ
ჭილაძე)
ვეფხისტყაოსანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი წიგნია.
ასეთ ხანგრძლივ სიცოცხლეს კი უკვდავება ჰქვია. დღით დღე უამრავ ახალ მკითხველს იზიდავს
და ხიბლავს ეს წიგნი თავისი უჭკნობი მშვენიერებით, თავისი ერთადერთობით, რაც ასე ასხვავებს
მას მრავალი და მრავალი დიადი ნაწარმოებისაგან და რაც, ამავე დროს, აახლოვებს, ანათესავებს
კიდეც სხვა ხალხთა უკვდავ ქმნილებებთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასაზრდოვებს რა
თავისი მშობლიური ხალხის სულს, ეს პოემა ამდიდრებს კაცობრიობის კულტურულ საგანძურსაც,
როგორც „ობოლი“, _ ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოპოვებული მარგალიტი.
ამ პოემის წყალობით, ქართველებისათვის
მახლობელია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ყველა დიდი კულტურული ძეგლი. ასევე, ამ პოემის
წყალობით, განათლებული მსოფლიოს თვალი დღეს მოპყრობილია იმ უძველესი ხალხისაკენ, რომელმაც
ასე ფრთხილად, ასე სრულად მოიტანა აქამდე თავისი ტანჯული ცხოვრება, აღბეჭდილი არა მარტო
ნახანძრალითა თუ ნაიარევით, არამედ იმ იდუმალი შუქითაც, რასაც წარსულის, დღემდე ჩაუმქრალი,
ქმნილებები ასხივებენ.
დიდ პოეტთან შეხვედრა, განსაკუთრებით კი ისეთპიეტთან,
როგორც რუსთაველია, იმითაც არის მნიშვნელოვანი, ჩენს თავს, ჩვენს საკუთარ არსებას რომ
ვხედავთ ბუნებისა და ცხოვრების შუაგულში, _გაცისკროვნებულს, აღგზნებულს, ფრთაშესხმულს
_ გააზრებული, შეგნებული არსებობის დიადი იდეით. ჩვენს სულში სამუდამოდ აღბეჭდილი ეს
ხილვა ძალას გვაძლევს, გვათამამებს, გვაქეზებს გავიდეთ იმ გზაზე, მომავლისაკენ რომ
მიემართება, ვიცნობთ და განვიცადოთ ჩვენი თავი ხალხის აუცილებელ ნაწილად, ანუ დიადი
ადამიანური საქმის თანამონაწილედ, საქმისა, ადამიანთა ცხოვრება რომ ჰქვია.
რუსთაველმა ქართული სიტყვის, აზრის მადნეულში
იპოვა და გამოარჩია მთავარი ძარღვი, აორტა ჩვენი ეროვნული სულისა, ხასიათისა, თვისებისა.
ერთმა ბრძენმა თქვა: საბერძნეთი ჰომეროსის პოემებმა გააერთიანესო. ასევეა რუსთაველიც
_მისმა ნათელმა ნიჭმა იდეურად გააერთიანა საქართველო. მისი პოემის ასეთი აქტიური ზემოქმედების
უნარი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ რომელიმე რელიგიას ანდა პოლიტიკურ მოძღვრებას.
ამასთანავე, რუსთაველის გენიამ გაგვიყვანა
საკუთარი არსებობის კედლებს იქითაც, გადაგვახედა იმ მაღალ ღობეზე, უფრო სწორად _ ჩმოანგრია
ის მაღალი ღობე, აქამდე ჩვენს წარმოდგენასა თუ ოცნებას რომ ერტყა.
ქართველ ადამიანს ვეფხისტყაოსანზე
ძვირფასი არაფერი გააჩნია. ამ უკვდავ ნაწარმოებში თვმოყრილია ჩვენი ხალხის უზარმაზარი
ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე. ამ წიგნის მიხედვით, უცხოელს უხცოელს შეუძლია
ქართველებზე თითქმის სრული წარმოდგენა იქონიოს. ვაჟა-ფშაველამ თქვა: „შოთა რუსთაველი
იგივე საქართველოა“-ო. სხვა რო არაფერი შეექმნა ჩვენს ხალხს, ამ წიგნის წყალობით, მაინც
ღირსი იქნებოდა ყველაზე კულტურულ ერთა შორის მოხსენიებისა.
ვინც არ უნდა იყოს პოემის ავტორი, ქართველმა
ხალხმა მას შოთა რუსთაველი უწოდა. შოთა რუსთაველი დღეს მარტო სახელი და გვარი არ არის,
აღმატებულობას, უზენაესობას, თითქმის ღვთაებრიობას აღნიშნავს. მეტიც _ შოთა რუსთაველი
უკვე მთელი ქართველი ხალხის აღმნიშვნელი მცნებაა, რამდენადაც ამ ცნებაში თავმოყრილია
ჩვენი ხალხის ყველა მთვარაითვისება: ნიჭი, სიკეთე, სიმტკიცე, მეგობრობა, სიყვარული,
პიროვნების პატივისცემა. როგორიცაა შოთა რუსთაველი, ისეთივეა ქართველი ხალხი, როგორიცაა
ქართველი ხალხი, ისეთივეა შთა რუსთაველი...
არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდებული და მიუწვდომელი უბრალოების გამო , ამ პოემამ სიმღერის
გუნებაზე დააყენა მთელი ერი, ანუ თვითგამოხატვის, თვითგამოთქმის მწველი სურვილი წაუკიდა
ყველას _მაღალსა თუ მდაბალს, ნიჭერსა თუ უნიჭოს. ყველას დააწყებინა საკუთეარ პოროვნებაზე
ფიქრი.
ადამიანი, რომელიც ზეპირად სწავლობდა ამ
პოემას, არა მარტო საკუთარ მახსოვრობას წვრთნიდა, არამედ იმ უჩვეულო სიხარულსაც განიცდიდა.
ვეფსისტყაოსანში ქართველმა ხალხმა
ვეფსისტყაოსანში ქართველმა ხალხმა თავისი
სახე დაინახა, თავისი ხმა გაიგონა, თავისი გულის ცემა იგრძნო; უფრო მეტიც _ თავისი
ბედის ამოხსნაც სცადა (ჩვენში არსებობდა და დღსაც არსებობს ეგრეთწოდევული ვეფხისტყაოსნით
მკითხაობა !). მეტად საყურადღებოა თეიმურაზ ბატონიშვილის ფრაზა „მდაბალი ხალხი ძალიან კითხულობს ვეფხისტყაოსანსა“!
__ „ძალიან კითხულობს“ ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ესმის კიდეც!
რუსთვაველი პოეტია, ამიტომ ის აზროვნებს პოეზიით
ისევე, როგორც ლეონარდო და ვინჩი აზროვნებს ფერწერით, ბეთჰოვენი კი __ მუსიკით. მაგრამ
ზოგიერთ მკვლევარს ვეფსიხტყაოსანი მაინც წარმოუდგენია, როგორც ფილოსოფიური ციტატების
კრებული, ერთგვარი გალექსილი „დამაკვირდი“. არადა, არც ერთ ფილოსოფიურ აზრს, სენტენციას
პოეზიაში მნიშვნელობა არა აქვს, თუკი თვითონაც არ იქცევა პოეზიად. რილკე ერთ-ერთ პირად
წრილშ წერდა: ჩემს ცხოვრებაში რანაირ ფილოსოფიასაც კი არ შევხვედრივარ, მას ყოველთვის
ისე ვეპყრობოდი, როგორ პოეზიას, მაქსიმალური ესთეტიკური მოთხოვნილებით და მინიმალური
კეთილსინდისიერებითო. ხოლო, რაც შეეხება რუსთვაველს, მან უზარმაზარი მემკვიდრეობა,
ფილოსოფიური ნააზრევი პოეზიად აქცია, ფილოსოფია გაადნო პოეზიად. აზრს ერთი თვისების,
მნიშვნელობის ნაცვლად, მიანიჭა მეორე, განსხვავებული თვისება, მნიშვნელობა. ლოგკია
შეაყენა ოცნების კიბეზე. რუსთველი მისთვის ცნობილ ფილოსოფიის ყველანაირ მიმდონარეობას
ერთ ჯადოსნურ ქვაბში აქცევს, პოეზიის ცეცხლზე დგამს და იმ ნექტარს ხდის, რომელსაც შეუძლია
უკვდავება მიანიჭოს მთელი ხალხის სულს. ეს არ არის პოეტური ალქიმია, ეს ქმედება ბუნებრიობითა
და გულწრფელობითაა აღბეჭდილი; მეტაფიზიკური წარმოდგენების მიღმა დღემდე ჩვილი სამყარო
სუნთქავს, ყველაფერს ახალგამომცხვარი პურის სუნი ასდის.
ვეფხისტყაოსანი უმაღლესი პოეზიაა, „ადამიანისათვის
გადაკეთებული, გადააზრებული ხელოვნება“ და არა ავტობიოგრაფიული ფაქტების მხატვრული
ხორცშესხმა, როგორც ზოგიერთს შეცდომით წარმოუდგენია.
ბევრი რამეა ვეფხისტყაოსანში სტანდარტული,
ტრადიციული, დაკანონებული. რუსთაველის სიდიადე ისიცაა, რომ გაქვავებულ პოეტურ კლიშეს
ახალ სიცოცხლეს ანიჭებს, ახალ აზრს, ახალ მნიშვნელობას აძლევს, ქმნის ახალ სახეს, ახალ
სიტყვას, რომელსაც რუსთაველის სახე, რუსთაველის მეტაფორა, რუსთაველის სიტყვა ეწოდება.
რუსთაველის ნამდვილმა მიმდევრებმა (გურამიშვილი, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, აკაკი
წერეთელი... ) ვეფხისტყაოსანი განიცადეს, როგორც მუსიკა, „მუსიკა ჩვენი სულისა“! გაიარა
რა, საუკუნეების მანძილზე, უამრავი თაობის გონებისა და გულის ცხრაკლიტურები, რუსთაველის
სახელი თანდათანობით გაიზარდა და ჩვენთვის დღესდღეობით ღმერთის სინონიმად იქცა. მაგრამ
იყო დრო, როცა ის, მართალია, ასევე დიდ პოეტად მიაჩნდათ, მაგრამ მასთან პაექრობას,
გაბაასებას, კამათს, შეჯიბრებასაც კი ბედავდნენ. ძალიან ლმობიერად რომ ვთქვა, ეს სითამამე,
უფრო სწორად __ გამწარებული სიმამაცე, როგორც წესი, ისევ და ისევ რუსთაველის ეპიგონებს
ახასიათებდათ და, ამიტომაც, დღეს სევდიან ღიმილს თუღა იქწვევს მათ მიმართ.
საერთოდ, რუსთაველისადმი ქართელი პოეტების
დამოკიდებულების ევოლუცია ძალიან საინეტერესო და მრალისმთქმელი საკითხია ქართულ ლიტერატურაში.
რუსთაველი თანდათანობით იზრდებოდა, მაღლდებოდა, მაგრამ ამავე დროს, კი არ გვშორდებოდა,
არამედ, პირიქით, უფრო მახლობელი ხდებოდა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე საუკუნის
მერე ქართველი ადამიანისათვის რუსთაველი კიდევ უფრო მახლობელი იქნება...
ქართული მწერლობა თავიდანვე გენეტიკურად
იყო დაკავშირებული ევროპულ მწერლობასთან. ამაზე მეტყველებს თუნდაც მისი ბრწყინვალე
აგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია, ამ შემთხვევაში, ბიზანტიურ ლიტერატურას არ გამოვყოფთ დასავლეთევროპული მწერლობიდან, როგორც
ეს მიღებულია ბიზანტიოლოგთა შრომებში, რასაც დ.ლიხაჩოვი „გაუგებრობას“ უწოდებს და სამართლიანადაც.
ქართულ ლიტერატურას განვითარების თითქმის ისეთივე კანონზომიერება ახასითებს, როგორც
საერთოდ ევროპულ ლიტერატურას, რასაკვირველია, მეტნაკლები ფორმითა და ეროვნული თავისებურებების
გათვალისწინებით.
ვფიქრობ, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ილია
ჭავჭავაძის გაგებით, ევროპეიზმი ქართულ მწერლობაში ეროვენულ ფესვებთან დაბრუნებას ნიშნავს
და იგი ქართლი მწერლობის ჭეშმარიტი ბუნების აღდგენა და გამოვლენაა.
იმდროინდელ საქართველოში დიდი კულტურულ აღმშენებლობითი
საქმიანობა მიმდინარეობდა, რომელიც დაიწყო რა დავითის დროს, წარმატებით გაგრძელდა თამარის
მეფობის ხანაშიც. აშენებდნენ ციხე-დარბაზებს, ეკლესიებს, მონასტრებს, საავადმყოფოებს,
ხანაგებს, ხიდებს... გაჰყავდათ გზები; კლდეში იკვეთებოდა მთელი ქალაქები. კედლებსა
და თაღებს ფრესკებით ამკობდნენ ჭეშმარიტად დიდი მხატვრები; ხატებს ბექა ოპიზარი ჭედდა
და მასთან ერთად, მრავალი და მრავალი მაღალნიჭიერი ოსტატი, თუნდაც „მეფის მხატვარი
თევდორე“.
ვეფხისტყაოსანში ვაჭართა სოციალური ჯგუფისადმი
დამოკიდებულება აშკარად განსხვავდება დასავლეთ-ევროპულ სარაინდო რომანებში გამჟღავნებული,
დაკანონებული დამოკიდებულებისაგან, თუნდაც იმით, რომ აქ ავტორის პოზიცია არა მარტო
უარყოფითია, არამედ დადებითიც. ეს კი, გარკვეული თვალსაზრისით, უკვე პრგრესული ნაბიჯია
და ამ სოციალური ჯგუფის მიერ საქართველოში ერთგვარი გავლენის მოპოვებაზე მიგვანიშნებს.
რუსთაველს არც სძულს და არც უყვარს ვაჭრები,
მათი დადებითი მხარეც იცის და უარყოფითიც. თუკი ვაჭრების მისამართით პოემაში გავიგონებთ
სიტყვა „ჯაბანს“, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვაჭრებისადმი ზიზღით ავხსნით.
ამავე დროს, დაუშვებელია ვეფხისტყაოსანში
ვაჭრებსა და რაინდებს შორის სრული თანხმობისა და სიამტკბილობის ძიება. ვაჭრები ხომ
„სხვები“ არიან და რაინდები კი სრულიად „სხვანი“, ამას ფატმანიც არჩევს __ მისი კაეშნის
მიზეზი, გარკვეული თვალსაზრისით, ისიცაა, ვაჭრის ცოლი რომ არის, რაინდი რომ არ უწევს
გვერდით. ავთანდილს რომ უამრავ ტანსაცმელს გადმოუღებს და წინ დაუწყობს, გამოტეხვა კი
არ უნდა მისი, ძალიან სურს გამართლდეს მისი
ოცნება_ ავთნდილი ნამდვილად რაინდი აღმოჩნდეს და არა ვაჭარი, როგორც მისი კანონიერი
ქმარია.
რუსთაველმა პოემაში ახალი სოციალური ხასითების
მოძრაობა, მისწრაფება და სულისკვეთება აღნიშნა, დიდსულოვნება და კეთილშობილება აღმოაჩნა
იქ, სადაც ამას თითქოს არავინ ელოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსთაველი
ფეოდალური, ანუ ტრადიციული კი არა, არამედ, უკვე სხვა სიმაღლიდან უყურებს ახალი სამყაროს
დაბადებას.
რუსთაველი თავის პერსონაჟებს, საერთოდ, არ ყოფს
მოლარულ და ამორალურ პირთა ბანაკად.
რუსთაველის ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო
კულტურული მოვლენა იყო კარის მწერლობა, მეფის ხაზინის მიერ დაფინანსებული პროფესიული
კავშირი მწერლობისა, მტკიცე წესდებით, ჩვევებით თუ საერთო მიზნით განმტკიცებული ორგანიზაცია,
რომესაც უზარმაზარი როლი მიუძღვის როგორც ძველი ლიტერატურის ძვირფასი ტრადიციების შენახვისა
და გაგრძელების, ასევე თვისობრივად სრულიად ახალი საერო ლიტერარატურის დამკვიდრების
საქმეში.
საქართველოს მეფის კარზე, ისევე როგორც აღმოსავლეთსა
და დასავლეთში, უამრავი მწერალი მოღვაწეობს, უამრავი პროფესიონალი ლიტერატორი: მთარგმნელი,
პოეტი, მემატიანე, პროზაიკოსი. საერთო ქართული კარის მწერლისთვის დამახასიათებელია
ერთგვარი უნივესალიზმი, ის ერთდროულად პოეტიც არის, მთარგმნელიც და პროზაიკოსიც. ეს
თვისება შემდეგ და შემდეგ ტრადიციად გაჰყვა ქართულ მწერლობას.
ვეფხისტყაოსნის პროლოგში წარმოდგენილ მოშაირეთა
ტიპებს, ჩვეულებრივ რუსთაველის დროინდელ პოეტებად მიიჩნევენ ხოლმე.გადაჭრით შეიძლება
ითქვას, რომ ეს აზრი სინამდვილეს არ შეეფერება. ჩვენი მეცნიერების წყალობით ვოცოთ,
თუ როგორი იყო ის ლიტერატურული გარემო, ის შემოქმედებითი ატმოსფერო, რომელშიც ყალიბდებოდა
რუსთაველის პოეტური სული, ფრთას შლიდა მისი
გენია. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარემო რუსთაველის ღირსია და შესაფერი!
„მაღალ ტაძარში მაღალია სულისკვეთება“-ო, თქვა
დიდმა ინგლისელმა პოეტმა. დღეს ჩვენთვის ცნობილია იმ მ წერლების შემოწმედებითი შესაძლებლობანი,
რომლებიც რუსთაველის მხარდამხარ იღვწოდნენ, ვიცით, თუ რა დიდი ოსტატობის ნიმუშები დაუტოვეს
მათ მშობლიურ ლიტერატურას. მათ მიერ შექმნილი ბრწყინვალე მხატვრული ტილოები დღესაც
განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ქართულ მწერლობაში. ამიტომაცაა, რომ ყველაზე უფრო ყალბად
პროლოგის ის სტროფები გვეჩვენება, სადაც პოეტებია დახასიათებული და დაჯგუფებული.
მკვლევართა ცნობით, იმდროინდელი ქართველი მწერლები
„განსაკუთრებული ყურადღებით“ ეპყრობოდნენ სპარსულ ლიტერატურას და ქართულადაც თარგმნიდნენ
სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. მაშინ სპარსული ლიტერატურა უცხო და ახალი ხილი
იყო ქართველი მწერლებისათვის, ისინი პირველად ეცნობოდნენ ამ დიდ, მაღალპოეტურ სამყაროს.
მაგრამ თავად ქართული ლიტერატურის დონე იმდენად მაღალი იყო, თავისუფლად შეიძლება ითქვა,
რომ მაშინდელი გაგებით „თარგმნა“ ჩვენი გაგებით „გადმოქართულებას“ უდრიდა.
კარის მწერლობის ყველაზე კოლორიტული წარმომადგენლები
მაინც მეხოტბეები არიან! იმდროინდელი სახოტბო პოეზია გამოკვეთილად ინტელექტუალური ხასიათისა,
აქ უკვე მხატვრულ ხერხადაა ქცეული ფილოსოფიური აზრი, ციტატა, ან, თუნდაც, რომელიმე
ფილოსოფოსის სახელი. ეს, როგორც ჩანს, იმდენად დაკანონებული წესია, თვით
რუსთაველიც კი ვერ არიდებს თავს, თუმცა, თავისი სულისკვეთებით სახოტბო პოეზიისაგან
ძალიან შორს დგას. რუსთაველისათვის არ არსებობს ფილოსოფიური ავტორიტეტი, მას შეუძლია
საკუთარი აზრი ჩინურად გაასაღოს და მის საძებნელად, მართლაც, ჩინეთში გააგზავნოს მკვლევარი,
რომელსაც ფილოსოფიური ეპიგონობა პოეტისათვის დიდ პატივად მიაჩნია.
რუსთაველის პოეტური სახე, მეტაფორა ასოციაციებით
არის მოქსოვილი, შეკრული, გაცოცხლებული.ეს ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკუერი, მისტიკური,
კოსმიური, რელიგიური, ყოფითი, ცხოვრებისეული ხასიათის ასოციაციები ავსებენ, ამარაგებენ,
ამდიდრებენ, ამძაფრებენ, უსასრულობამდე აგრძელებენ ჩვენს ფანტაზიას, რადგან ფანტაზიაზე
თამამები არიან, ქმნიან პოეტური წარმოდგენების ჯაჭვურ რეაქციას, გარდაიქმნებიან ოცნების
ბიძგად, საყრდენად.
რუსთაველმა შეძლო, ბუნების მარადიულ და საიდუმლოებით
სავსე მოვლენებისათვის, როგორიცაა, ვთქვათ, მნათობთა ბრუნვა, მდინარეთა დინება, დღისა
და ღამის მონაცვლეობა, ზღვათა ღელვა __ დაეწყვილებინა, დაეკავშირებინა ასევე საიდუმლო
მოძრაობა ადამიანის სულისა და ეს დიადი ერთიანობა ექცია ახალ სამყაროდ, თვისობრივად
ახალ ადამიანთა ქვეყნად, რომელსაც თავისი მორალი, თავისი წეს-ჩვეულება, თავისი ბრწყინვა,
ანუ ესთეტიკა გააჩნია, და ეს ქვეყანა ეჩუქებინა კაცობრიობისათვის, როგორც ადამიანის
შესაძლებლობათა ჰიმნი, ამდენად, როგორც ნუგეში, როგორც განხნევება და, რაც მთავარია,
როგორც იმედი. რუსთაველმა შექმნა გამოგონილი სამყარო, მაგრამ არც ერთ ქართველ ადამიანს
არ შეუქმნია უფრო ქართული რამ, ვიდრე ეს სამყაროა...
რუსთაველის
გენიამ წარმოაჩინა ქართული ენის მზადყოფნა დიდი რომანული ამბების გადმოსაცემად, ადამიანის
სულის უფაქიზესი ნიუანსების დასახასიათებლად, ყოველგვარი ადამიანური ვნების გასაანალიზებლად.
ვეფხისტყაოსანი პოლიფონიური რომანია.
ის მაქსიმალურად შეკრული, მოკლე პოემაა, ალბათ იმ ტექსტზეც მოკლე, ამჟამად ხელთ რომ
გვაქვს, (ვგულისხმობ 1957 წლის გამოცემას). მკვლევარების სამართლიანი მოსაზრებით, ინტერპოლატორები
და გადამწერები ტექსტს არ ამოკლებდნენ, არ კვეცავნდნენ, დამატებით კი საკმაოდ ბლომად
ამატებდნენ, მით უფრო, რომ ამგვარი დამატება სანაქებო საქმიანობადაც კი ითვლებოდა.
„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“-ო,
გვასწავლის შოთა რუსთაველი. რუსთაველის აზრით, ბრძენი ის არის, ვისაც გრძელი სიტყვის
თქმა შეუძლია. ასევე შეხედულება ბრძენზე საერთოდ გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში.
რუსთაველის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებას ორი უზენაესი
ფენომენი განაგებს: „სოფელი“ („საწუთრო... ყოვლისა დამამხობელი“), რომელიც დაუნდობელია,
რომელსაც განსაკუთრებით ტარიელი ვერ შეთვისებია, და ღმერთი („ღმერთი“), რომელთანაც
მეტად საინტერესო, მეტად „ადამიანური“ დამოკიდებულება აქვს ავთანდილს.
პოემაში „სოფელი“ და „ღმერთი“ ორ, ერთმანეთთან
დაპირისპირებულ მხარეს ქარმოადგენს, ამავე დროს, ორივე ერთად განგებაა! განგება მკაცრია:
სინათლეს „ახლავს“ სიბნელე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც განგებას სურს. მაგრამ ეს
არ ნიშნავს, რომ ადამიანი განგების ყურმოჭრილი მონაა. თნდაც, ეს ფრაზა: „ვის მოუკლავს
სიკვდილამდე თავი კაცსა მეცნიერსა“ __ გვაუწყებს ადამიანის თავისუფალ ნებაზე __ წარმართოს
თავისი სიცოცხლე ისე, როგორც თვითონ უნდა, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ბოლომდე, სიკვდილამდე
იბრძოლოს თავისი სიცოცხლისთვის.
ვეფხისტყაოსანში არ არიან მკითხავები,
კუდიანი დედაბრები, ნათელმხილველები. რუსთაველის
გმირები დახმარებისათვის ჯადოსნებს არ მიმართავენ, ისინი გაცილებით განათლებულები არიან,
ვიდრე სხვა სარაინდო წიგნების გმირები. მათ საკუთარი თავის იმედი აქვთ, უპირველეს ყოვლისა
_ცოდნის! ჩვენმა გმირებმა იციან, რა ელით, რას მიაღწევენ და რას ვერა, საითკენ უნდა
წარმართონ თავიანთი გააზრებული ძალისხმევა. აქ ადამიანის შესაძლებლობათა სასწაულობა,
ანდა სასწაულებრივი შესაძლებლობანია გადმოცემული. ვეფხისტყაოსანის გმირი თვითონ მიიკვლიეს
გზას შეუვალ სიბნელეში თანამავალ ვარსკვლავთა თანხმლებით, მათზე დაკვირვებით პოულობს
გზას ხსნისას, გზას აღთქმული ნაპირისაკენ, ახალი მიწების აღმომჩენი მეზღვაურივით, თამამი
და მარტოხელა...
ვეფხისტყაოსანში ახალი ცხოვრება იწყება,
იქმნება ახალი ოჯახები. და ეს ხდება დიდი ბრძლითა და დრამატიზმით. ეს კი იმითაც არის
საყურადღებო, რომ პოემაში აშკარად შეიმჩნევა ძველისადმი, არსებულისადმი დაპირისპირების
ტენდენცია. დიახ, აქ ძველის წიაღში ისახება ახალი ცხოვრება! არც ერთი იმდროინდელი სარაინდო
რომანი, როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ლიტერატურაში, ასეთ სიმაღლეზე არ ასულა! თუნდაც
ამიტომ, არ შეიძლება სწორი იყოს მკვლევარების ის მოსაზრება, თითქოს პოემაში გამოხატული
სამყარო, საზოგადოება ჰარმონიულია და, ამავე დროს, ზუსტად გამოსახავს სინამდვილეში
არსებულ ასევე ჰარმონიულ საზოგადოებას.
ქართული რენესანსი უკვე აღიარბული ფაქტია
არა მარტო ჩვენი მკვლევარების, არამედ უცხოელი მეცნიერების მიერაც. აი, ახლახან ცნობილმა
ჩეხმა მეცნიერმა, მთარგმნელმა და ქართველოლოგმა ვაცლავ ჩერნიმ განაცხადა: „თამარის
მეფობის პერიოდში, რომელიც ითვლება ოქროს ხანად საქართველოს ისტორიაში, საქართველო
დაადგა განვითარების იმ გზას, რომელიც შემდგომში გაიარა ყველა დასავლეთევროპულმა ქვეყანამ“-ო.
ხოლო ვეფხისტყაოსნის იტალიურ ენაზე პოეტური თარგმანის ერთ-ერთმა ავტორმა, მარიო პიკიმ
თქვა: „თამარის სამეფო კარზე.... ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად ქართული რენესანსი“-ო.
რენესანსი იწყებოდა ყველგან, სადაც იჭვიძბედა
ადამიანის პიროვნული შგენება, სადაც მეტი საშუალება იყო შუასაუკუნეობრივი ფეოდალური
ხუნდების გარღვევისა, საკუთარი არსების შეცნობისა, საკუთარი პიროვნების თვითაღზრდისა,
თვითშექმნისა; სადაც კულტურის მაღალი დონე ხელს უწყობდა ახალი აზრის დამკვიდრებას.
ქართული ლიტერატურის განვითარების გზები და რუსთაველი
XVIII საუკუნის ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი შოთა რუსთველის პოემას ადარებს ცოცხალ ხეს, რომლის რტოები მუდმივად გამოსცემენ ნაყოფს,.ხოლო ფესვები ღრმად არის გადგმული მიწაში. რუსთველის პოემა მართლაც არის ასეთი მუდმივად ნაყოფის მომცემი ცოცხალი ხე ქართული პოეზიისა, რომლის ფესვები ღრმად არის გადგმული ქართულ მიწაში. რუსთავის პოემა თავისი ძირებით ორგანულად დაკავშირებულია საქართველოს ძველ კულტურასთნ, იგი არის ნაყოფი ძველი ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი განვითარებისა, უმაღლესი გამოვლინება ამ კულტურისა. რუსთაველის ფენომენი შეუძლებელია გაგებულ იქმნას ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიასთან დაკავშირების გარეშე, ძველი ქართული კულტურის რთული სპეციფიკისა და ლიტერატურული გარემოს გაუთვალისწინებლად. შოთა რუსთაველის იერუსალიმური ფრესკა, როგორც ისტორიის დოკუმენტი შოთა რუსთაველის იერუსალიმის ფრესკა არის არა მხოლოდ ხელოვნების ძეგლი, რომელიც წარმოგვიდგენს შოთას პორტრეტს, არამედ იძლევა შესაძლებლობას ერთხელ კიდევ შევამოწმოთ ისტორიული ცნობები შოთა რუსთაველის შესახებ. ამ ფრესკიდან ირკვევა ორი რამ: 1. შოთა ამ ფრესკაზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს სახელმწიფოს ვაზირი; 2. ამავე დროს შოთა ფრესკაზე წარმოდგენილია პორფირის სამოსელში, რაც ადასტურებს, რომ შოთა რუსთაველი სამეფო გვარეულობას ეკუთვნის. ჩვენ უკვე განმარტებული გვქონდა, რომ ჰერეთისა და რუსთავის გაერთიანებული საერისთავო, რომლის სათავეში იდგა შოთა, ეს იყო ყოფილი სამეფო ჰერეთისა (,,მეშვიდე სამეფო"); ამის გამო ერისთავი ამ მხარისა არის ,,მეფეთა ადგილსა მჯდომი", ამასთან იგი არის პირდაპირი შთამომავალი, მემკვიდრე ჰერეთის მეფეთა, ამიტომაც იგი ატარებს პორფირის სამეფო სამოსელს (,,სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა"). შოთას ოჯახური გარემო.
სიჭაბუკისა და ახალგაზრდობის წლები შოთა რუსთაველი დაიბადა 1166 (1165/6) წლის ახლოს როგორც ამას ადასტურებს ისტორიულ წყაროთა რამდენიმე სანქრონიზმი. შოთა იყო შვილი ჰერეთის ერისთავის გრიგოლ |||_ისა. შოთა, ჩანს, უფროსი ვაჟი იყო გრიგოლისა, რადგან ჰერეთის ერისთავობა გრიგოლის შემდეგ შოთაზე გადავიდა. გრიგოლს, შოთას გარდა, მეორე ვაჟიც ჰყოლია, ტ ბ ე ლ ი, რომელიც განთქმული სამხედრო მოღვაწე ყოფილა. ტბელს, როგორც სახელოვან მხედართმთავარს, მოიხსენებს XIII საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი. შოთას ბავშვობის წლების შესახებ ცნობები არ შენახულა. შოთას ჩვენ ვხვდებით მეფის თამარის კარზე XII საუკუნის 90_იან წლებში, როდესაც იგი დავაჟკაცებულია და სალიტერატურო ასპარეზზე გამოსული. სად და როგორი განათლება მიიღო ჩვენმა პოეტმა, არც ამის შესახებ მოღწეულა პირდაპირი ცნობები. მაგრამ შოთას, როგორც უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელს, ფართო და მრავალმხრივი განათლება უნდა მიეღო და მიუღია კიდეც. შოთა, დიდი მეთაური ჰუმანიზმისა, ფილოსოფოსი-მოაზროვნე, უგანათლებულესი ადამიანია თავისი საუკუნისა. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ოჯახური წრე შოთა რუსთაველისა უმაღლეს ინტელექტუალურ ელიტას ეკუთვნის. შოთას ძმის ტბელის ასული ბ ო რ ე ნ ა პოეტი ყოფილა. ლექსი ამ პოეტი ქალისა, მოღწეული ჩვენ დრომდე, რომელიც შოთას პოეზიას ეხმაურება, აღბეჭდილია მაღალი კულტურით. ანდა ბრწყინვალე წარწერა შოთას ძმის ტბელისა, რომელიც დაცულია შოთას ოჯახიდან მოღწეულ ერთ ძეგლზე დიდი ხელოვნებით შესრულებულ წმიდა გიორგის ხატზე გვიჩვენებს, რომ ეს სამხედრო მოღვაწე, განთქმული მხედართმთავარი, მაღალი ლიტერატურული განათლების მქონე ადამიანია. პოემა ვეფხის-ტყაოსანი
თარიღი პოემისა შოთას პოემის ვეფხის-ტყაოსნის შესახებ ჩვენ საგანგებოდ გვექნება ქვემოთსაუბარი. აქ კი, პოეტის ცხოვრების ამ მიმოხილვაში, მხოლოდ განვსაზღვრავთ დროს, თუ როდის დაიწერა პოემა. პოემა ვეფხის-ტყაოსანი მიძღვნილია მეფის თამარისადმი. თამარი გამეფდა 1184 წელს, გარდაიცვალა 1212 წელს. ამის მიხედვით პოემა დაწერილია ამ წლების მანძილზე, 1184_დან 1212 წლამდე. მაგრამ შესაძლოა ამ თარიღის კიდევ უფრო დაზუსტება: პოემა დაწერილია არა უადრეს 1196 წლისა და არა უგვიანეს 1207 წლისა. პოემა რომ დაწერილია არა უადრეს 1196 წლისა, ამას შემდეგი ადასტურებს. ა) ძველ-ქართულ საისტორიო ძეგლში ,,ისტორია-აზმანი შრავანდედთანი"( თამარის პირველი ისტორია) არის ცალკე ნაკვეთი, სადაც ჩამოთვლილია იმ დროს ცნობილ მხატვრულ ნაწარმოებთა პერსონაჟები. ამას გარდა ჩახრუხაისძის ოდებში (განსაკუთრებით V_ში) არაერთგზის მოიხსენებიან იმ დროს ცნობილ მხატვრულ ნაწარმოებთა გმირების სახელები.აქ დასახლებულნი არიან მოქმედნი პირნი ,,ვისრამიანიდან" , ,,ამირან-დარეჯნიანიდან" , დაკარგული პოემა-რომანებიდან ,,დილარგეთიანი" , ,,ეთერიანი" , ,,ანალათ-შატბიერი" , ,,ისანო-შარიელი" , ,,რადარ" , ,,რაშენ" , პერსონაჟები ჰომეროსის ილიადისა,ფირდოუსის ,,შაჰ-ნამესი" , ნიზამის ,,ლეილ-მეჯნუნისა" , ,,ხოსრო-შირინისა" , უცნობი ავტორის ,,სალამანისა" და სხვ. მათ შორის არ არის მოხსენიებული ვეფხის-ტყაოსნის გმირთა სახელები. ცხადია, ამ დროს ვეფხის-ტყაოსანი ჯერ კიდევ არ ყოფილა დაწერილი. ჩახრუხაისძის ოდები დაწერილია სხვადასხვა დროს, 1187 წლიდან 1193 წლამდე. ხოლო ,,ისტორია-აზმანი შარავანდედთანი" დაწერილია თამარის მეფობის მეთორმეტე წელს, ე.ი 1196 წელს. ამრიგად, 1196 წელი არის თარიღი, რომლის უადრეს არ დაწერილა ვეფხის-ტყაოსანი. ბ) რომ ვეფხის-ტყაოსანი დაწერილია თამარის მეფობის მეორე ნახევარში, XII- XIII საუკუნეთა საზღვარზე, ამას სავსებით ეთანხმება აგრეთვე ის რეალიები, რომლებსაც იძლევა პოემის გეოგრაფია. ასე, ვეფხის-ტყაოსანში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აქ ,,ხვარაზმი" წარმოდგენილია როგორც ძლიერი სახელმწიფო; ,,ხვარაზმი" პოემაში გაიგივებულია ირანთან, ხვარაზმი და ირანი (სპარსეთი) ერთსა და იმავეს ნიშნავს.ხოლო ასეთი მდგომარეობა,როდესაც ხვარაზმის მფლობელთა ხელში გაერთიანებული იყო ირანი, ხვარაზმი წარმოადგენდა ირანის სინონიმს, მეტად ხანმოკლე დროის მანძილზე გაგრძელდა. ამას ადგილი ჰქონდა სწორედ ამ ხანაში, 1194 წლის შემდგომ პერიოდში, XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის პირველ ოცეულში. ხოლო ვეფხის-ტყაოსანი რომ დაწერილი არის არა უგვიანეს 1207 წლისა, ამას შემდეგი გვაფიქრებინებს. როგორც ცნობილია, თამარმა თავისი ძე გიორგი-ლაშა ჯერ კიდევ ყმაწვილი, 12 წლისა, აკურთხა მეფედ 1206 წელს, ხოლო 1207 წლიდან, როდესაც გარდაიცვალა დავითი, გიორგი-ლაშა გახდა თანა-მეფე და თანამმართველი თამარისა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საშუალო საუკუნეთა ეტიკეტს, ძნელი წარმოსადგენია, რომ პოემაში ავტორს ამა თუ იმ სახით არ მოეხსენებია გიორგი-ლაშა, თუკი პოემა 1206-7 წლებზე გვიან ყოფილიყო დაწერილი. აქ საჭიროა მოვიხსენოთ აგრეთვე, რომ კრებულს ,,თამარიანი" (რომელშიაც შეტანილია ჩახრუხაისძის ოდები და ორი ელეგია) დართული აქვს ბოლოსიტყვა ლექსად; ამ ლექსში, რომელიც ეკუთვნის კრებულის შემდგენელს და რომელიც დაწერილია თამარის სიცოცხლეში, თამარის მეფობის ბოლო პერიოდში, მოიხსენება ვეფხის-ტყაოსნის პერსონაჟი თინათინ, რომელსაც პოეტი ადარებს თამარს. ამრიგად, აქ ჩვენ გვაქვს თვით თამარისდროინდელი პირდაპირი ლიტერატურული ცნობა ვეფხის-ტყაოსანზე. ამრიგად, ვეფხის-ტყაოსანი დაწერილია თერთმეტი წლის მანძილზე, 1196-1207 წლებს შორის. ეს არის წლები, როდესაც შოთა რუსთაველის ცხოვრების მზე შუადღეს უახლოვდებოდა. შოთა ამ დროს არის 30-41 წლისა.პოეზია და სინამდვილე ვეფხის-ტყაოსანში
,,სიყვარული აღგვამაღლებს" ამბობს შოთა.
ეს არის ის ამაღლებული მიჯნურობა, რომელიც, დანტეს სიტყვით, ამოძრავებს ვარსკვლავებს.
ჩვენ მოკრძალებით მოვიხსენებთ პოეტის ამაღლებულ სიყვარულს, იდეალურ თაყვანისცემას თამარისადმი, რომლითაც განათებულია ვეფხის-ტყაოსანი.
ჩვენ ვეხებით ამ უმშვენიერეს რომანტიულ ისტორიას არა როგორც ფაქტს შოთას ბიოგრაფიის; იგი შუქსა ჰფენს თვით შოთას პოემას; იგი იძლევა თვით ვეფხის-ტყაოსნის გასაღებს.
ვეფხის-ტყაოსანი არის მრავალწახნაგოვანი ძვირფასი თვალი. ხოლო ერთ წახნაგში შეინიშნება ისტორიული სინამდვილის გამონათება.
ეს, რასაკვირველია, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეფხის-ტყაოსანში მოთხრობილია შოთასი და თამარის ბიოგრაფია.
ეს ნიშნავს იმას, რომ პოემის იდეალური პერსონაჟები პოეზიის ჯადოსნურ სარკეში გამონათებით განასახიერებენ მათ გრძნობებსა და განცდებს.
ეს ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ პოემის იდეალურ გმირებზე გადატანილია ცალკეული ხაზები თამარისა და შოთას ცხოვრებიდან.
აი ასეთ ასპექტში ისმის საკითხი ვეფხის-ტყაოსნის ისტორიულობის შესახებ. ვეფხის-ტყაოსანი, რასაკვირველია, არის Dichtung-პოეზია, მაგრამ ამასთან ერთად, როგორც ირკვევა, პოემაში მოცემულია Wahrheit-სინამდვილის ანარეკლი.
რუსთაველი და საქართველო
რუსთაველი ეკუთვნის მსოფლიოს.
მაგრამ რუსთაველი შვილია ქართველი ხალხისა, მისი ღვიძლი.
გადიან საუკუნეები, რაც ამობრწყინდა რუსთაველის პოეზიის ვარსკვლავი და იგი უკლების ბრწყინვალებით ნათობს ქართული პოეზიის ცაზე.
რუსთაველმა განუზომელი გავლენა მოახდინა ქართულ ლიტერატურაზე, როგორც ძველ-ქართულ მწერლობაზე, ისე ახალზე.
ძველი ქართული მწერლობა რუსთაველის ეპოქიდან ვიდრე XVIII საუკუნემდე ატარებს რუსთაველის დიადი გენიალობის წარუშლელს ბეჭედს. მართალი იყო ძველი ქართველი პოეტი არჩილი, როდესაც იგი თავის ცნობილ პოემაში ,, თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასება" რუსთაველს წარმოათქმევინებს შემდეგ სიტყვებს.
,,მე ვარ ძირი ლექსთა თქმისა,
მელექსენი ჩემზედ შენობა".
შემთხვევითი როდი იყო, რომ ძველი ქართველი პოეტები შემოქმედებით მუშაობას იწყებდნენ ხოლმე რუსთაველის სახელით და მიმართავდნენ მას, როგორც პოეზიის ნამდვილ მუზას:
,,ჰე, რუსთველო, გეთხოვები, რომე მომცე ნება თქმისა..."
ძველი ქართული მწერლობა დავალებული იყო რუსთაველისაგან დიდი ლიტერატურის სტილით, დავალებული იყო რუსთაველისაგან იდეებით, მაღალი საკაცობრიო იდეალებით, პოეტური ფორმის ტრადიციით, და თვით ენით, ახალი სალიტერატურო ენით, რომლის ფუძემდებელიც რუსთაველი იყო.
XVIII საუკუნის ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი გამოსთქვამს მთელი ქართული მწერლობის შეხედულებას რუსთაველზე, როდესაც იგი შოთას ადარებს ცოცხალ ხეს, რომლის ფესვები ღრმად არის გადგმული მიწაში და რომლის შტოები მუდმივად ნაყოფთა მომცემელია: "ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და
ფესვ-ღრმა ჰყო, შტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა,
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა..."XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე ქართულს ლიტერატურაში გასდევს ეპოქალური ზღვარი, სრულდება ძველი ქართული ლიტერატურის ციკლი და იწყება ახალი; თუ XIX საუკუნემდე ქართული მწერლობა თავისებურად აერთებდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიტერატურათა ტრადიციებს, XIX საუკუნიდან ქართული ლიტერატურა საბოლოოდ შედის დასავლეთის ლიტერატურათა წრეში.
მაგრამ რუსთაველის გავლენა ამის შემდეგაც, ქართული მწერლობის ამ ახალ ციკლში, ოდნავ არ შემცირებულა. რუსთაველი, როგორც იყო, ისევე დარჩა უაქტივესი ფაქტორი ქართულის მწერლობისა და მისი გავლენა შეუნელებლად გრძელდება ახალს ქართულს ლიტერატურაში XIX და XX საუკუნეთა მანძილზე. ის დიადი განახლება ქართული მწერლობისა, რომელიც დაიწყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და რომელიც შეასრულეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ვაჟა-ფშაველამ, თუ ერთის მხრით ევროპის ლიტერატურის ტრადიციას ემყარება, მეორე მხრით ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობიდან უშუალოდ აგრძელებს რუსთაველის ტრადიციას. შემთხვევითი როდია, რომ ბარათაშვილმა ,,მერანში" თავდადებული მხედარი წარმოგვიდგინა შოთას ავთანდილის ორეულის სახით და ,, მერანის" უკვდავ სტროფებში ავთანდილის ,, ანდერძისა" და ,, მნათობთა ლოცვის" ენით ამეტყველდა. შემთხვევითი როდია, რომ აკაკის ლირიკის უბრწყინვალესი ლექსები შოთას პოეტური სახეების საუნჯეში ღებულობემ სათავეს. რუსთავი, როგორც იყო ძველად, ისევე რჩება დღემდე ქართული მწერლობის შთამაგონებელ წყაროდ და წამყვან ძალად. რუსთაველის პოეზიის გავლენა გასდევს მთელს ქართულს პოეზიას, როგორც გოლფშტრემის მდინარება, და რუსთაველის უკვდავი შაირის პულსაცია დღემდის შეუნელებლად იგრძნობა თანამედროვე ქართულს პოეზიაში.
ჩვენ აქამდე ვეხებოდით ვეფხის-ტყაოსანს, როგორც ლიტერატურულ მოვლენას.
მაგრამ ამასთან აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ იმ უაღრესად მნიშვნელოვანსა და საგულისხმო გარემოებას, რომ ვეფხისტყაოსანის როლი ქართული კულტურის ისტორიაში არ შემოიფარგლებოდა იმით, რომ იგი იყო წმინდა ლიტერატურული ფაქტორი. ვეფხის-ტყაოსნის გავლენის წრე გასცილდა ვიწრო ლიტერატურულ ფარგლებს და იგი გადაიქცა ნამდვილ ხალხურ საუნჯედ. პოემა უძველესი დროიდანვე შეითვისა ხალხმა, იგი ნამდვილ ხალხურ ნაწარმოებად იქცა. ვეფხის-ტყაოსნის გახალხურება იმდენად შორს წავიდა, რომ წაიშლა ზღვარი მწერლობასა და ზეპირსიტყვაობას შორის, ვეფხის-ტყაოსანი გადავიდა ფოლკლორში და რუსთაველის პოემის გარშემო შეიქმნა ხალხურ თქმულებათა ციკლი.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველის პოემას მის სამშობლოში ერგკ ისეთი პოპულარობა, რომელიც იშვიათად თუ რგებია ლიტერატურულ ნაწარმოებს. საქართველოში შექმნილი იყო ძველად და დღემდისაც ცოცხალია რუსთაველის პოემის ნამდვილი კულტი. ვეფხის-ტყაოსანი პოპულარობით ეტოქებოდა თვით რელიგიურ ლიტერატურას, და რუსთაველის ,, საშაირო" წიგნს ვეფხის-ტყაოსანს გულისხმობდა ძველი ქართველი პოეტი, როდესაც წერდა:
,,საღმრთო წიგნი ბევრი წახდა უყდოთა და უბედობით.
საშაიროს ინახავენ სტავრის ბუდით და ნახლობით".ამაო იყო კლერიკალური წრეების მიერ გამართული დევნა, ვეფხის-ტყაოსანმა იპოვა გზა ხალხის გულისკენ. ქართველი ხალხი მართავდა ვეფხის-ტყაოსანს ჭირსა და ლხინში, როგორც სიბრძნის დაუშრეტელ წყაროს. ძველი ქართველი პოეტი წერს შოთაზე:
,,საქართველო სავსე არის, მისი წიგნი ყველგან გაჰქუხს,
ვის ლხინი აქვს მას უბნობენ, ანუ გული ვისცა უწუხს!"
თუ რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი ხალხი ვეფხის-ტყაოსანს, ამისი ერთ-ერთი მჭევრმეტყველი მაჩვენებელია კარგად ცნობილი ჩვეულება ვეფხის-ტყაოსნის მზითვად გატანებისა. ეს ჩვეულება, რომელი. დამოწმებულია ძველ საქართველოში, ცოცხალი იყო თვით XIX საუკუნეშიც კი. ახალგაზრდა ქალს შეჰქონდა საქმროს ოჯახში ვეფხის-ტყაოსანი, რუსთაველის სიბრძნე.
შოთას პოემას ეთმობოდა საგანგებო კუთხე ახლად შექმნილ ოჯახში. რუსთაველის პოემის ღვთაებრივი სტრიქონები ნანად ესმოდა ახალ თაობას, და შემდეგ, როცა ბავშვი წამოიზრდებოდა, იგი რუსთაველის წიგნზე იწყებდა ქართული ანბანის სწავლას.
ვეფხის-ტყაოსანი შევიდა ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქართველი პოეტი თეიმურაზ || (1700-1761) თვის წიგნში ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ზ ან ე ო ბ ა თ ა შესახებ (,,სარკე თქმულთა") მოგვითხრობს, რომ სიმღერა რუსთავლის ხანებისა (,,რუსთაველის მუნასიბები") მიღებული ყოფილა ძველი ქართული ქორწილის რიტუალში. ასე, როდესაც სასიძო მაყრიონით სარძლოსთან წასასვლელად გაემგზავრებოდა:
,,მეფის წასვლის დროს ასტეხონ
ხმამაღლად თვით მაყრულები,
თქვან მუნასიბი ლექსები
რუსთველისაგან თქმულები".
აგრეთვე, როდესაც ქორწილი დასრულდებოდა და მეფე ასადგომად გაემზადებოდა.
,,მემაყრულეთ თქვან რუსთველისა
მუნასიბები ქებისა" .
შემდეგ, როდესაც დედოფალს ვაჟის სახლში წამოიყვანდნენ და მეფე-დედოფალი მაყრიონის თანხლებით დაიძვროდა.
,,მოაგონდეს რუსთვლის ლექსი,
შემოსძახონ წამ ახლა:
,,მოიყვანეს იგი პირმზე
და შემდგომი ამისია."
კულტი ვეფხის-ტყაოსნისა მოჩანს ყოფა-ცხოვრების წვრილმანებში. ასე, თქვენ შეხვდებით უბრალო თიხის ჭურჭელს, რომელზედაც გლეხ მეჭურჭლეს მონდომებით ამოუწახნაგებია რუსთაველის აფორიზმი. ანდა შეხვდებით რუსთაველის ბრძნულ სიტყვებს ამოქარგულს ხელმანდილზე, ამომწვარს ქამრის ვერცხლზე და სხვა.
კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული ვეფხის-ტყაოსნის ტექსტების ზეპირი ცოდნა. იყვნენ ვეფხის-ტყაოსნის მთქმელები, რომელთაც ზეპირად იცოდნენ პოემა. ამასთან იყვნენ ვეფხის-ტყაოსნის ხალხური ვერსიების რეციტატორები, რომლებიც ასრულებდნენ შოთას პოემის ფოლკლორულ ვარიანტებს საკრავის აკომპანიმენტით.
ვეფხის-ტყაოსნის აფორიზმები შევიდა ხალხური სიტყვიერების საუნჯეში და ხალხი იმეორებს შოთას სიტყვებს ანდაზებისა და სენტენციების სახით.
ყოველივე ამის შემდეგ, რასაც გავეცანით, გასაგებია ის დიდი როლი, რომელიც შეასრულა რუსთაველმა კერძოდ ქართველი ერის ისტორიის ტრაგიკულ პერიოდებში.
ვეფხის-ტყაოსანი ღრმად არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ცხოვრებასთან, თვით ქართველი ხალხის არსებობასთან. რისთველის პოემამ შთბერა ქართველ ხალხს გამძლეობის სული, როდესაც მას ეროვნული, სულიერი გადაგვარება მოელოდა. ვეფხის-ტყაოსანში პოულობდა ქართველი ხალხი მორალური გამხნევების წყაროს განსაცდელის დროს.,,ხამს მოყვარე მოყვარისთვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად".
. . .
,,ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა".
. . .
,,სჯობს სიცკცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი".
. . .
რუსთაველის სიტყვა იყო შთამაგონებელი გმირობისა. ზნეობრივი სტოიციზმი, სიდიადე ბუნებისა, რომელსაც ამჟღავნებენ ვეფხის-ტყაოსნის გმირები, იყო შთმაგონებელი მაგალითი ქართვი ხალხისთვის.
რუსთაველის ვეფხის-ტყაოსანი იყო აღმზრდელი ქართველი ხალხისა, საიდანაც იგი ითვისებდა მაღალ ჰუმანისტურ მორალს. რუსთაველი იყო, როგორც უცთომელი სახელმძღვანელო ნორმა მოქმედებისა.
შოთა რუსთაველი საუკუნეთა განმავლობაში იყო მეგობარი, მასწავლებელი ქართველი ხალხისა.
და დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი გამოხატავს ქართველი ხალხის გულისთქმას, როდესაც იგი რუსთაველს მიმართავს:
სულმნათო!
შენ ნიშნად უკვდავებისა
ერს მოვლენიხარ განგებით!
ჭეშმარიტად, რუსთაველი არის ნათელი ნიშანი მისიერის უკვდავებისა.
პავლე ინგოროყვას
რედაქციით და გამოკვლევით.
„ვეფხისტყაოსნის“ ეგრეთ წოდებული
„უძველესი ხელნაწერის“ შესახებ.
ცნობილია, რომ ჩვენ არ მოგვეპოვება არამცთუ
„ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერი დედნები, არამდე ჩვენამდის არ მოუღწევია „ვეფხისტყაოსნის“
არც ერთ დათარიღბულ ხელნაწერს, რომელიც XVII საუკუნისაზე ადრინდელ თარიღს ატარებდეს.
საინტერესო კი არის ვიცოდეთ „ვეფხისტყაოსნის“
ზოგიერთი დაუთარიღებელი ხელნაწერის XVII საუკუნისაზე ადრინდელი დათარიღება.
ამ მხრივ საყურადღებოა „ვეფხისტყაოსნის“
H ფონდის
N2074 ხელნაწერი,
რომლის შესახებაც გარკვეული ლიტერატურა მოიპოვება რუსთველოლოგიაში, და რომელიც „ვეფხისტყაოსნის“
ერთ-ერთი მკვლევრის მიერ „უძველეს ხელნაწერად“
არის გამოცხადებული.
ნაშრომი დაბეჭდილია მოსკოვის ყოფილი (საიმპერატორო)
არქეოლიგიური საზოგადოების აღმოსავლური კომისიის შრომებში 1895წ.
ალ. ხახანაშვილი წარმოგდვიდგენს ხელნაწერის
გარეგნულ აღწეილობას. იგი აღნიშნავს, რომ ხელნაწერი გადაწერილია თხელ ქაღალდზე in folio და
შეიცავს 259 ფურცელსა და სიუჟეტის დამსურათებელ სამ მინიატურას, რომ ფურცლის არეები
გაფერადულია ადამიანთ, ცხოვლთა და ყვავილთა გამოხატულებით და რომ ხელნაწერს ჩართული
აქვს შემდეგში სხვა ხელით უფრო თხელ ქაღალდზე გადაწერილი ფურცლები და დასძენს:
„იმის გამო, რომ რუსთაველის შესანიშნავი პოემა
დღემდის, მიუხედავად მისი პოპულარობისა, ამ შვიდი საუკუნის მანძლზე არ გამხდარა კრიტიკული
შესწავლის საგნად, „ვეფხისტყაოსნის“ ეს არქივის ხელნაწერი, ბეჭდური ტექსტისაგან თავისი
მნიშვნელოვანი განსხვავებებით, დიდ ინტერესს წარმოადგენს“.
ხელნაწერის გარეგნული აღწერილობის შემდეგ
ხახანაშვილი იწყებს მის კრიტიკულ შეფასებას და შემდეგ წერს: „კიკლიკ პოეტების მსგავსად,
რომლნიც შეუდგნენ დაწვრილებით შექებას იმ გმირობისა
და თქმულებების, რომლებიც ჰომეროსს გაკვრით აქვს მოხსენებული, მეთორმეტე საუკუნის ქართულმა
პოემამაც გამოიწვია ცხოველი ფანტაზიით შეფერადებული წვრილმანები და დამატებანი, რომლებიც
არც სტილით, არც თხრობით მიმდინარეობით არ შეიძლება მივაწეროთ შოთა რუსთაველის კალამს“.
ხახანაშვილი დარწმუნებულია, რომ არქივის ხელნაწერს
შეუძლია თავისი სარგებლობა მოუტანოს „ვეფხისტყაოსნის“ მომავალ კრიტიკულ გამოცემას და
ბეჭდავს ამ ხელნაწერის დამატებით სტროფებს დ. ჩუბინაშვილის 1846წ. გამოცემასთან შედარებით.
ვინაიდან არქივის ხრლნაწერს არ მოეპოვება არხ
დაწერის თარიღი, არც გადამწერია დასახელებული და არც გადაწერის ადგილი, ხახანაშვილი
ცდილობს პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით დაადგინოს ხელნაწერის გადაწერის დრო.
ხახანაშვილის შემდეგ, როდესაც ეს ხელნაწერი
მოსკოვის ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივიდან 1923წ. საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოების მუზეუმს გადაეცა, იგი შეისწავლა რუსთველოლოგმა სარგის კაკაბაძემ და ამ
ხეკლნაწერს სპეციალური წერილი უძღვნა.
სარგის კაკაბაძე აღნიშნული ხელნაწერის აღწერისას
განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ხელნაწერის მხატვრობაზე. იგი წერს:
„მთელი ხელნაწერი დაწერილია საუცხოო ხელით, ტაეპების
დასაწყისი სიტყვები კიდევ ოქროთია ამოყვანილი, არშიები ყოველი ფურცლისა შემკულია ჩინებული
ხელოვნების მინიატურული თანდათანობა. ცხოველების სურათებს და პეიზაჟებს მისდევს სხვდასხვა
სახის კომპოხიციები, ხშირად ძალიან რთული, საუცხოო ხელობით შესრულებული.ყოველი გვერდი
ამ ხელწერილისა თავისთავად წარმოადგენს ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს. ხელნაწერში არის
კიდევ ჩაკერებული სხვდასხვა ადგილას სამი ფურცელი ცალკე მინიატურების კომპოზიციით,
ასეთივე ჩინებული ხელოვნებით შესრულებული. ხელოვნება მხატვრული მოფიქრებით და შესრულებით
არის საერო და, როგორც ასეთი, საერთოდ, იცავს სპარსული ხელოვნების ნორმებს, მაგრამ
ჩემის შემჩნევით, ის არ უნდა წარმოადგენდეს სპარსული მხატვრობის ბრმა მიბაძვას, არამედ
მხატვარს შიგადაშიგ ჩაქსოვილი აქვს თავისი შემოქმედების ისეთი ორიგინალური და იმავე
დროს ნაზი და ძლიერი ხაზები, რომელიც ჩვენ უნდა გვიჩვენებდეს მხატვრის შემოქმედების
განვითარებას თვით საქართველოს ნიადაგზე. მართლაც, საინტერესოა ის გარემოება, რომ დაკვირვების
მიხედვით, როგორც კალიგრაფიულად საუცხოოდ შესრულებული ტექსტი, ისე არშიების მხატვრობა
უნდა ეკუთვნოდეს ერთსა და იმავე პირს. ძნელია ესევე ითქვას ხელნაწერში ცალკე ჩაკერებულ
სამი მინიატურის შესახებ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ აქ ჩვენს წინაშე
წარმოდგენილია ნაღვაწი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალიგრაფის და იმავე დროს მაღალხარისხოვანი
მხატვრისა, რომლის ვინაობის გარკვევა, რასაკვირველია, ჩვენს მოვალეობას შეადგენს“.
პოეტი „ვეფხისტყაოსნის“ დამაეტბითი თავების
დამწერი, არის „დიდმოურავიანის“ ცნობილი ავტორი
იოსებ თბილელი, რომლსაც თბილისის სამიტროპოლიტო კათედრა უჭირავს 1661-1686 წწ-ში და
რომელიც მოკლეს 1688წ.
ჩვენ
მიერ მოხსენიებული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი გაგრძელებათა გარკვეულ ასეთი ზედწარწერილობით
წარმოგვიდგენს: „კიდევ სხვა ანდერძი ავთანდილისა, რომელი თქვა ჟამსა სიკვდილისა. თფილელის
იოსებიგან თქმული“ ასეთი წარწერილობის მქონე სტროფები, მათი ავტორების მოუხსენებლივ,
შეტანილია აგრეთვე „ვეფხისტყაოსნის“ ამ ჩვენს H N2074 ხელნაწერში.
აქედა შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ვეფხისტყაოსნის“
გაგრძელებაში იოსებ თბილელის მიერ დაწერილი თავები XVII
საუკუნის მეორე ნახევარზე
ადრე არ შეიძლება ყოფილიყო - XVII საუკუნის მეორე ნახევარზე ადრე
ვერ დაიწერებოდა.
მასაშადამე, ამ წელნაწერების „ვეფხისტყაოსნის“
უძველეს ხელნაწერად გამოცხადება მხოლოდ გაუგებრობაზეა დამყარებული.
დასასრულ, ყურეადღებას იქცევს კიდევ ერთი გარემოება,
ამ ხელნაწერის სულ უკანასკნელ 260-ე ფურცელზე შემონახულია სამი სტროფი, რომლებიც, ჩვენი
აზრით, შესაძლებელია იოსებ თბილელის მიერ იყოს მიწერილი.
ქ. შენ მიმიტევენ სიტყვანი,
უქმნი არ ნაყოფიანი,
რომელმან ცვრითა უწვიმე
და დარი მიეც მზიანი,
ცოდვასა ზედან სულგრძელებ
შერისხვა იცი გვიანი,
და ვაიმე ცუდისა ლაყბითა თუ
სული დავაზიანი.
ქ. ვითარ მოუთქვამს ფრიდონმან
ტარიელს სიმხნე ქალობა,
შეუდრკელობა წყობაში,
გულის სიმაგრის სალობა,
ლომებრ გულოვან შემართვა,
ვეფხებრ ჩაუქათ მალობა,
და ვერა ვარგოს რა სიკვდილის
რომ ჰქმენით თავის მალობა.
ვტირი ფრიდონ-ტარიელს
და ავთანდილ ლომთ უგმირესო,
რა მიმართით მებრძოლთ
მოსვრად მალ-კაპარჭი მოილესო,
მოვისმენდით
მის შედეგად მათ მტერთ გულსა უგმირესო,
და ეს სოფელი მუხანათი
არ დაინდობს თქვენებრ მხნესო.
ზემოთხსენებულ
მოსაზრებას „ვეფხისტყაოსნის“ H N2074 ხელნაწერის 260-ე გვერდზე მოთავსებულ 3 სტროფის
იოსებ თბილელის მიერ მიწერის შესახებ აძლიერებს იოსების ის ხელრთვა, რომელიც ახლავს
„ვეფხიტყაოსნის“ ამ გვერდს.
იოსების ეს ხელრთვა დადასტურებულია აგრეთვე
ერთი საბუთით, რომელსაც აქვე მოგიყვანთ:
„ქ. ესე წიგნი მოგეცით ჩვენ თბილელ ეფისკოპოზმან
იოსებ შენ ხოჯა ბარხუდარასა, ასრე რომე რაც შენ იმ პირველ ქარვასლის წიგნს უკან ქარვასლაზედ
დახარჯო, ჩვენ შევიყარნეთ და ვიანგარიშოთ და უსარგებლოდ ქარვასლაზედ დავაწერო ქ კსა
ტ ნ ე, არის ამისი მოწამე ამირჯანა და ამბროსა და ანტონა მელიქი და მამასახლისი,
ხელრთვა იოსებ და სამი ბეჭედი“.
ყოველივე ზემოდთქმულის დამო შეიძლება დავასკვნათ,
რომ „ვეფხისტყაოსნის“ ეს H N2074 ხელნაწერი იოსებ თბილელის ხელში გამოვლილი უნდა
იყოს და მის სიცოცხლეში გადაწერილი XVIIს. მეორე ნახევარში და არა 1590-1600 წლებში, როგორც
ეს დღემდის შეცდომით იყო ცნობილი. ქართული ლიტერატურის განვითარების გზები და რუსთაველი
XVIII საუკუნის ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი შოთა რუსთველის პოემას ადარებს ცოცხალ ხეს, რომლის რტოები მუდმივად გამოსცემენ ნაყოფს,.ხოლო ფესვები ღრმად არის გადგმული მიწაში. რუსთველის პოემა მართლაც არის ასეთი მუდმივად ნაყოფის მომცემი ცოცხალი ხე ქართული პოეზიისა, რომლის ფესვები ღრმად არის გადგმული ქართულ მიწაში. რუსთავის პოემა თავისი ძირებით ორგანულად დაკავშირებულია საქართველოს ძველ კულტურასთნ, იგი არის ნაყოფი ძველი ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი განვითარებისა, უმაღლესი გამოვლინება ამ კულტურისა. რუსთაველის ფენომენი შეუძლებელია გაგებულ იქმნას ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიასთან დაკავშირების გარეშე, ძველი ქართული კულტურის რთული სპეციფიკისა და ლიტერატურული გარემოს გაუთვალისწინებლად. შოთა რუსთაველის იერუსალიმური ფრესკა, როგორც ისტორიის დოკუმენტი შოთა რუსთაველის იერუსალიმის ფრესკა არის არა მხოლოდ ხელოვნების ძეგლი, რომელიც წარმოგვიდგენს შოთას პორტრეტს, არამედ იძლევა შესაძლებლობას ერთხელ კიდევ შევამოწმოთ ისტორიული ცნობები შოთა რუსთაველის შესახებ. ამ ფრესკიდან ირკვევა ორი რამ: 1. შოთა ამ ფრესკაზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს სახელმწიფოს ვაზირი; 2. ამავე დროს შოთა ფრესკაზე წარმოდგენილია პორფირის სამოსელში, რაც ადასტურებს, რომ შოთა რუსთაველი სამეფო გვარეულობას ეკუთვნის. ჩვენ უკვე განმარტებული გვქონდა, რომ ჰერეთისა და რუსთავის გაერთიანებული საერისთავო, რომლის სათავეში იდგა შოთა, ეს იყო ყოფილი სამეფო ჰერეთისა (,,მეშვიდე სამეფო"); ამის გამო ერისთავი ამ მხარისა არის ,,მეფეთა ადგილსა მჯდომი", ამასთან იგი არის პირდაპირი შთამომავალი, მემკვიდრე ჰერეთის მეფეთა, ამიტომაც იგი ატარებს პორფირის სამეფო სამოსელს (,,სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა"). შოთას ოჯახური გარემო.
სიჭაბუკისა და ახალგაზრდობის წლები შოთა რუსთაველი დაიბადა 1166 (1165/6) წლის ახლოს როგორც ამას ადასტურებს ისტორიულ წყაროთა რამდენიმე სანქრონიზმი. შოთა იყო შვილი ჰერეთის ერისთავის გრიგოლ |||_ისა. შოთა, ჩანს, უფროსი ვაჟი იყო გრიგოლისა, რადგან ჰერეთის ერისთავობა გრიგოლის შემდეგ შოთაზე გადავიდა. გრიგოლს, შოთას გარდა, მეორე ვაჟიც ჰყოლია, ტ ბ ე ლ ი, რომელიც განთქმული სამხედრო მოღვაწე ყოფილა. ტბელს, როგორც სახელოვან მხედართმთავარს, მოიხსენებს XIII საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი. შოთას ბავშვობის წლების შესახებ ცნობები არ შენახულა. შოთას ჩვენ ვხვდებით მეფის თამარის კარზე XII საუკუნის 90_იან წლებში, როდესაც იგი დავაჟკაცებულია და სალიტერატურო ასპარეზზე გამოსული. სად და როგორი განათლება მიიღო ჩვენმა პოეტმა, არც ამის შესახებ მოღწეულა პირდაპირი ცნობები. მაგრამ შოთას, როგორც უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელს, ფართო და მრავალმხრივი განათლება უნდა მიეღო და მიუღია კიდეც. შოთა, დიდი მეთაური ჰუმანიზმისა, ფილოსოფოსი-მოაზროვნე, უგანათლებულესი ადამიანია თავისი საუკუნისა. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ოჯახური წრე შოთა რუსთაველისა უმაღლეს ინტელექტუალურ ელიტას ეკუთვნის. შოთას ძმის ტბელის ასული ბ ო რ ე ნ ა პოეტი ყოფილა. ლექსი ამ პოეტი ქალისა, მოღწეული ჩვენ დრომდე, რომელიც შოთას პოეზიას ეხმაურება, აღბეჭდილია მაღალი კულტურით. ანდა ბრწყინვალე წარწერა შოთას ძმის ტბელისა, რომელიც დაცულია შოთას ოჯახიდან მოღწეულ ერთ ძეგლზე დიდი ხელოვნებით შესრულებულ წმიდა გიორგის ხატზე გვიჩვენებს, რომ ეს სამხედრო მოღვაწე, განთქმული მხედართმთავარი, მაღალი ლიტერატურული განათლების მქონე ადამიანია. პოემა ვეფხის-ტყაოსანი
თარიღი პოემისა შოთას პოემის ვეფხის-ტყაოსნის შესახებ ჩვენ საგანგებოდ გვექნება ქვემოთსაუბარი. აქ კი, პოეტის ცხოვრების ამ მიმოხილვაში, მხოლოდ განვსაზღვრავთ დროს, თუ როდის დაიწერა პოემა. პოემა ვეფხის-ტყაოსანი მიძღვნილია მეფის თამარისადმი. თამარი გამეფდა 1184 წელს, გარდაიცვალა 1212 წელს. ამის მიხედვით პოემა დაწერილია ამ წლების მანძილზე, 1184_დან 1212 წლამდე. მაგრამ შესაძლოა ამ თარიღის კიდევ უფრო დაზუსტება: პოემა დაწერილია არა უადრეს 1196 წლისა და არა უგვიანეს 1207 წლისა. პოემა რომ დაწერილია არა უადრეს 1196 წლისა, ამას შემდეგი ადასტურებს. ა) ძველ-ქართულ საისტორიო ძეგლში ,,ისტორია-აზმანი შრავანდედთანი"( თამარის პირველი ისტორია) არის ცალკე ნაკვეთი, სადაც ჩამოთვლილია იმ დროს ცნობილ მხატვრულ ნაწარმოებთა პერსონაჟები. ამას გარდა ჩახრუხაისძის ოდებში (განსაკუთრებით V_ში) არაერთგზის მოიხსენებიან იმ დროს ცნობილ მხატვრულ ნაწარმოებთა გმირების სახელები.აქ დასახლებულნი არიან მოქმედნი პირნი ,,ვისრამიანიდან" , ,,ამირან-დარეჯნიანიდან" , დაკარგული პოემა-რომანებიდან ,,დილარგეთიანი" , ,,ეთერიანი" , ,,ანალათ-შატბიერი" , ,,ისანო-შარიელი" , ,,რადარ" , ,,რაშენ" , პერსონაჟები ჰომეროსის ილიადისა,ფირდოუსის ,,შაჰ-ნამესი" , ნიზამის ,,ლეილ-მეჯნუნისა" , ,,ხოსრო-შირინისა" , უცნობი ავტორის ,,სალამანისა" და სხვ. მათ შორის არ არის მოხსენიებული ვეფხის-ტყაოსნის გმირთა სახელები. ცხადია, ამ დროს ვეფხის-ტყაოსანი ჯერ კიდევ არ ყოფილა დაწერილი. ჩახრუხაისძის ოდები დაწერილია სხვადასხვა დროს, 1187 წლიდან 1193 წლამდე. ხოლო ,,ისტორია-აზმანი შარავანდედთანი" დაწერილია თამარის მეფობის მეთორმეტე წელს, ე.ი 1196 წელს. ამრიგად, 1196 წელი არის თარიღი, რომლის უადრეს არ დაწერილა ვეფხის-ტყაოსანი. ბ) რომ ვეფხის-ტყაოსანი დაწერილია თამარის მეფობის მეორე ნახევარში, XII- XIII საუკუნეთა საზღვარზე, ამას სავსებით ეთანხმება აგრეთვე ის რეალიები, რომლებსაც იძლევა პოემის გეოგრაფია. ასე, ვეფხის-ტყაოსანში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აქ ,,ხვარაზმი" წარმოდგენილია როგორც ძლიერი სახელმწიფო; ,,ხვარაზმი" პოემაში გაიგივებულია ირანთან, ხვარაზმი და ირანი (სპარსეთი) ერთსა და იმავეს ნიშნავს.ხოლო ასეთი მდგომარეობა,როდესაც ხვარაზმის მფლობელთა ხელში გაერთიანებული იყო ირანი, ხვარაზმი წარმოადგენდა ირანის სინონიმს, მეტად ხანმოკლე დროის მანძილზე გაგრძელდა. ამას ადგილი ჰქონდა სწორედ ამ ხანაში, 1194 წლის შემდგომ პერიოდში, XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის პირველ ოცეულში. ხოლო ვეფხის-ტყაოსანი რომ დაწერილი არის არა უგვიანეს 1207 წლისა, ამას შემდეგი გვაფიქრებინებს. როგორც ცნობილია, თამარმა თავისი ძე გიორგი-ლაშა ჯერ კიდევ ყმაწვილი, 12 წლისა, აკურთხა მეფედ 1206 წელს, ხოლო 1207 წლიდან, როდესაც გარდაიცვალა დავითი, გიორგი-ლაშა გახდა თანა-მეფე და თანამმართველი თამარისა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საშუალო საუკუნეთა ეტიკეტს, ძნელი წარმოსადგენია, რომ პოემაში ავტორს ამა თუ იმ სახით არ მოეხსენებია გიორგი-ლაშა, თუკი პოემა 1206-7 წლებზე გვიან ყოფილიყო დაწერილი. აქ საჭიროა მოვიხსენოთ აგრეთვე, რომ კრებულს ,,თამარიანი" (რომელშიაც შეტანილია ჩახრუხაისძის ოდები და ორი ელეგია) დართული აქვს ბოლოსიტყვა ლექსად; ამ ლექსში, რომელიც ეკუთვნის კრებულის შემდგენელს და რომელიც დაწერილია თამარის სიცოცხლეში, თამარის მეფობის ბოლო პერიოდში, მოიხსენება ვეფხის-ტყაოსნის პერსონაჟი თინათინ, რომელსაც პოეტი ადარებს თამარს. ამრიგად, აქ ჩვენ გვაქვს თვით თამარისდროინდელი პირდაპირი ლიტერატურული ცნობა ვეფხის-ტყაოსანზე. ამრიგად, ვეფხის-ტყაოსანი დაწერილია თერთმეტი წლის მანძილზე, 1196-1207 წლებს შორის. ეს არის წლები, როდესაც შოთა რუსთაველის ცხოვრების მზე შუადღეს უახლოვდებოდა. შოთა ამ დროს არის 30-41 წლისა.პოეზია და სინამდვილე ვეფხის-ტყაოსანში
ვეფხისტყაოსნის ავტორი
ვეფხისტყაოსნის
ავტორობის საკითხზე, ისე როგორც პოემის სხვა ძირითად ისტორიულ–ლიტერატურულ საკითხებზე,
ადრინდელსა სა სანდო ცნობებს გვაწვდის თვითონ პროლოგ–ეპილოგი,განსაკუთრებით პროლოგი.
ღვთისა და მეფე–პატრონთა ქების შემდეგ პოეტი უკვე ლაპარაკობს თავისთავზე და თავის შემოქმედებითობის
საგანზე. თავის ვინაობას ავტორი გვიმჟღავნებს პროლოგის მე–7 და მე–8 სტროფებში:
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ–ლახვარ–სობილი
მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი.
პოემის ავტორი ორჯერაა
დასახელებული ეპილოგშიც.
გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.
გარდახდეს, გავლეს სოფელი,–ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.
ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულ–მესია ––შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
ტარიელ–მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა.
რუსთველი , ან რუსთაველი, არც სახელია პოეტისა და არც გვარი. იმ ხანაში, როდესაც ვეფხისტყაოსნის ავტორი მოღვაწეობდა, რუსთველი ნიშნავდა რუსთავის (ციხე–ქალაქის, მამულის) პატრონს, მფლობელს . რუსთაველს სახელად ჰრქმიებია შოთა. ამის თაობაზე პირდაპირ ცნობას გვაწვდის XVII საუკუნის პიეტი თემურაზ პირველი (1589–1663). თეიმურაზს თავისი პოემის „იოსებზილიხანიანის“ შესავალში (იოსებზილიხანიანი შეთხზულია არა უგვიანეს 1629 წლისა) მოკლედ გადმოცემული აქვს ვეფხისტყაოსანის შინაარსი, იგი ახასიათებს პოემის მთავარ გმირებს და შენიშნავს :
ესენი შოთა რუსთაველმან შეამკო არსთა მკობითა.
თეიმურაზის შემდეგ
XVII-XVIII საუკუნეების მწერლები რუსთაველს
ჩვეულებრივად ყველანი უწოდებენ შოთას. ვეფხისტყაოსნის ავტორია XII-XIII საუკუნეების
საზღვარზე მოღვაწე შოთა რუსთაველი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
რისთველი ნიშნავს რუსთავის პატრონს, რუსთავის მფლობელს თუ გამგებელს (არც ილაა გამორიცხული,
რომ რუსთველში ამოვიკითხოთ რუსთავის მკვიდრი). საქართველოში რამდენიმე რუსთავია ცნობილი.
ამათგან ჩვენი პოეტის სახელს უკავშირდება ორი: რუსთავი მესხეთისა (ახალციხე –ასპინძის
გზაზე, ახალციხიდან 20 კილომეტრის დაშორებით) და რუსთავი ჰერეთისა (თბილისის მახლობლად,
თანამედროვე მეტალურგიულ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე). ვეფხისტყაოსნის ავტორი შეიძლება
ყოფილიყო მესხი რუსთაველიც და ჰერეთელი რუსთაველიც.
შოთა რუსთაველის
ვინაობის თაობაზე ქართულ საისტორიო წყაროების ცნობები არ შემოუნახავს. რუსთაველის ეპოქაში
ცნობილია რამდენიმე შოთა (შოთა ართავაცოს ძე–დემნა ბატონიშვილის აჯანყების მონაწილე
1177წელს მანდატურუხუცესის ჭიაბრის სიგელზე ხელისმომწერი შოთა–– XII საუკუნის ბოლო,
შოთა კუპრი––XIII საუკუნის ნახევრის მოგვაწე, შოთა მეჭურჭლეთუხუცესი––XIII თუ XIV საუკუნის
მოღვაწე.) ძნელია რომელიმე მათგანის მაინცდამაინც შოთა რუსთაველად მიჩნევა. გადმოცემით, ვეფხისტყაოსნის ავტორი უნდა ყოფილიყო
მეჭურჭლეთუხუცესი. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარის აღპებში კი მოხსენიებულია
ვინმე მეჭურჭლეთუხუცესი შოთაი. წერილობითი ტრადიცია, და ზეპირი გადმოცემები რუსთაველის
ცხოვრების ბოლო პერიოდს უკავშირებს იერუსალიმს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე
ახლაც არის გამოხატული შოთა რუსთაველის სურათი. ქართველი დიდებულის ტანსაცმელში გამოწყობილ
ამ რუსსთაველს მიეწერება მონასტრის შეკეთება და კედლის მოხატვინება. ტიმოთე გაბაშვილმა
XVIII საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ადგილზე
მოიხილა და შეისწავლა ჯვრის მონასტრის სიძველენი, იგი გვაუწყებს: „ჯვრის მონასტერი
დაძველებულა და გუმათს ქვევით სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია შითა რუსთაველი მეჭურჭლეთუხუცესი“. ხალხური გადმოცემები დაჟინებით უჭერს მხარს რუსთაველის
მოღვაწეობას იერუსალიმში. ხალხური გადმოცემების მიხედვით, შითა რუსთაველის ცოლი ღალატობდა უბრალო ზანგ (თუ არაბ)
მონასთან. შოთას შემოკვდომია
ცოლის ღალატის მამხილებელი მშვენიერი ყმაწვილი ჰალი, რომელიც პოეტზე გამიჯნურებული
ყოფილა. ტრაგიკუი შემთხვევის შემდეგ შოთა სამშობლოდან გარდახვეწილა და თავი შეუფარებია
იერუსალიმის ქართველთა მონასტერში. შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას ჩვენ არ ვიცნობთ. ჩვენ
დრომდის მოღწეულია გადმოცემები რუსთაველის შთამომავლობისა, ბავშვობისა, სწავლა–აღზრდისა
და მოღვაწეობის შესახებ. ეს გადმოცემები უმთავრესად მესხური წარმოშობისაა. რუსთაველი
ჰკუთვნებია ქვეყნის მმართველთა წრეს, იგი ახლოს
მდგარა სამეფო კართან, ცენტრალური ხელისუფლების ერთგულთაგანი ყოფილა.
პროლოგში რუსთაველი
ერთგან ამბობს: „თამარს ვაქებდეთ მეფესა... ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ–ავად გამორჩეული“
მეორეგანაც შენიშნულია: „ჩემი აწ ცანი ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია“ პროლოგის
მოყვანილი სიტყვების კვალობაზე აკად. მ. ბროსე ფიქრობდა, რომ რუსთაველი უნდა ყოფილიყო
თამარისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსების „თამარიანის“ ავტორი. აკადემიკოსი ნ.მარი შეეცადა ბროსეს მიერ გაკვრიტ
გამოთქმული მოსაზრების დასაბუთებას, თუმცა მაინც შედარებით ფრთხილი დასკვნა გამოჰქონდა.
ნ,მარის საეგებიო მოსაზრებით „თამარიანის“ ავტორი იყო შოთა რუსთაველი. ასე შეიქმნა ფიპოთეზაშოთა რუსთაველისა და ჩახრუხაძის
იგივეობის შესახებ (ჩახრუხაძეს მიეწერება“თამარიანი“), ამ შემთხვევაში ჩახრუხაძე მიჩნეულია
შოთა რუსთაველის გვარად. რუსთაველისა და ჩახრუაძის დასამტკიცებლად ნ.მარს შემდეგი საბუთები
მოჰყავდა: 1.რუსთაველს უნდა შეეთხზა სახოტბო ლექსები, როგორც ეს ვეფხისტყაოსნის პროლოგიდან
ჩანსო.2.მეხოტბე ჩახრუხაძე და ვეფხისტყაოსნის ავტორი ყოფილან მესხები; 3.თამარიანსა
და ვეფხისტყაოსანს ახასიათებთ დიდი მსგავსება პოეტური სახეებისა, ცალკეული გამოტქმებისა,
ზოგიერთი ხელოვნური ფორმისა, როთმებისა, ლექსიკისა და ა.შ. თამარიანსა და ვეფხისტყაოსანში
შეინიშნება საერთო პროვინციალიზმები (როგორიცაა ნაწილაკი „ყე“) . თამარიანის სამი სტროფი
თექვსმეტმარცვლოვან შაირს წარმოადგენს. თექვსმეტმარცვლოვანი შაირით არის დაწერილი ვეფხისტყაოსანი;
4.საერთოა ორივე თხზულებაში ზოგიერთი მსოფლმხედველობრივი
მოტივი (სამეფო ხელისუფლების ღვრთაებრივი წარმოშობის აღიარება, მეფის თაყვანისცემის
იდეა). 5.რუსთაველი და ჩახრუხაძე რომ სხვადასხვა პირნი ყოფილიყვნენ, მაშინ ე.წ. ფსევდორუსთველურ
სტროფში („ამირანდარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა...“) მოხსენებული იქნებოდა „თამარიანის“
ავტორიც, რადგანაც ეს სახოტბო პოემა ქრონოლოგიურად უსწრებდა ვეფხისტყაოსანს, ხოლო მხატვრულად
მას არ ჩამოუვარდებაო. ნ.მარმა მალე კიდევაც
გათიშა რუსთაველი და ჩახრუხაძე. ვეფხისტყაოსნის დაწერის თარიღი მან ერთ დროს XIV საუკუნეში
გადაიტანა, ჩახრუხაძე კი თამარის მეხოტბედ და XII საუკუნის მოღვაწედ დატოვა. მარის იმდროინდელი შეხედულებით რუსთაველი უნდა ყოფილიყო
მუსლიმალური რელიგიის აღმსარებელი, ხოლო ჩახრუხაძე
ქრისტიანობის აპოლოგეტი. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ „თამარიანის“ VI კარი (ე.წ ელეგია) სახოტბო ლექსების კრებულს მოაცილა და მონღოლების
ხანაში, XIV საუკუნეში, შეთხზულად ჩათვალა. გავიდა დრო ნ.მარმა უარყო ვეფხისტყაოსნის
გვიანდელი წარმოშობილობის თავისივე თვალსაზრისი და პოემა XII საუკუნეს დაუბრუნა. ნ.მარის
ფიპოთეზით გატაცებულმა ს.კაკაბაძემ შეთხზა შოთა რუსთაველის ვრცელი ფანტასტიკური ბიოგრაფია.
ოღონდ, ს.კაკაბაძის მიხედვით, რუსთაველი და ჩახრუხაძე უნდა ყოპილიყვნენ ძმები, თამარის
ცნობილი თანამოგვაწის მანდატურთუხუცესის ჭიაბერის შვილები, შოთა ვითომც იყო ჭიაბერის
უფროსი შვილი. თამარიანისა და ვეფხისტყაოსნის ავტორთა იგივეობის თვალსაზრისს იზიარებდა
მ.ჯანაშვილიც. თუმცა ვეფხისტყაოსნის ავტორად (და, მაშასადამე, „თამარიანის“ შემთხზველადაც)
იგი თვლიდა შოთა ართავაჩოს ძეს. იუსტინე აბულაძის სიტყვით,შოთა რუსთაველი „შესაძლებელია,
ერთი ჩახრუხაძეთაგანიც ყოფილიყო და ჩახრუხაძესა (იგულისხმება „თამარიანის“ ავტორი._
ა. ბ.) და შავთელთან ერთად ეკუთვნოდა ერთსა
და იმავე გვარეულობას. სინამდვილეში არავითარი ანგარიშგასაწევი მოსაზრება არ არსებობს
რუსთაველის ჩახრუხაძეობის სასარგებლოდ. ჰიპოთეზურია პ. ინგოროყვას მოსაზრება იმის თაობაზე,
თითქოს ვეფხისტყაოსნის გმირის ტარიელის ამბავი „პოეტურ ასპექტში“ გამოხატავს თვითონ
შოთა რუსთაველის ამბავს და თითქოს შოთა რუსთაველი იყო ჰერეთის ერისთავი შოთა ბაგრატიონი
(შოთა კუპრი). მკვლევართა ერთი რიგი (განსაკუთრებული
დაჟინებით ნ.მარი და პ.ინგოროყვა) ამტკიცებს ვითომ რუსთაველმა პოემით, კერძოდ პოემის
პროლოგით, გაამხილა თავისი უზომო, დაუძლეველი, შმაგობამდე ბისული სიყვარული თამარისადმი.
ძველი ქართული ლიტერატურული ტრადიცია და ხალხური გადმოცემები სავსებით უჭერს მხარს
წარმოდგენილ მოსაზრებას. ძველი ქართული მწერლობიდან დავიმოწმებ მხოლოდ სერაპიონ საბაშვილსა
და თეიმურაზ პირველს. სერაპიონ საბაშვილი XV-XVI ასუკუნეების
მიჯნაზე მოღვაწე პოეტი. ხალხური გადმოცემებითაც
რუსთაველი თამარზე ყოფილა გამიჯნურებული.
ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალობითა ჯიქია,
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
საეჭვო არაა, რომ
რუსთაველი დიდი მღელვარებით, გულმხურვალებითა და
გულწრფელობით გამოხატავს ერთგვარ სატრფიალო გრძნობებს, თავის აღტაცებულ სიყვარულს
თამარისადმი. ყოვლად შეუძლებელია დავუშვათ,
თითქოს შოთა რუსთაველი პროლოგში ლაპარაკობს რეალურ მგრძნობელობითს გატაცებაზე,
სქესობრივ სიყვარულზე თამარის მიმართ. რუსთაველი,
როგორც თამარის თანამედროვე პოეტი, იქნებ თამარის კართან დაახლოებული კარის პოეტი,იმ
დროს არსებული წესების მიხედვით ვალდებული იყო შეემკო თავისი პატრონი, თავისი მეფე,
გამოეხატა მისდამი პატივისცემა, აღტაცება და „სიყვარული“. პროლოგში გამჟღავნებული სიყვარულის
აზრი უნდა გაგებულ იქნას გადატანითად, პოეტურად, მეტაფორულად. ამაღლებული სიყვარულის
მქადაგებელი პოეტი–ჰუმანისტი,პოეტი–მამულიშვილი გულწრფელად უნდა ყოფილიყო აღტაცებული
თამარის ადამიანური ღირსებებით, მისი მეფური ჭკუითა და საქმიანობით.რუსთაველი არ შეიძლება
არ ყოფილიყო დამფასებელი სამშობლო ქვეყნის იმდროინდელი წარმატებებისა სახელმწიფოებრივი
და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ამ ცხოვრებას კი სათავეში უდგნენ თამარი
და დავით სოსლანი. ამიტომაცაა, რომ პოეტს თავისი აღტაცება გამოუხატავს არა მარტო თამარისადმი,
არამედ დავითისადმიც. მეტიც, რუსთაველს პირველად დავითი შეუმკია, თამარის ლომი, რომლის
ღირსეულად შექებისათვის თითქოს საკადრისი სიტყვიერი მასალა ვერ უპოვია („ მას, არა
ვიცი, შევკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა“). დავითის ღირსებათა ჩამოთვლის შემდეგ ის
იწყებს თამარის შესხმას. ამ განმარტების შემდეგ
ვგონებთ აშკარაა, რომ რუსთველის სიტყვებსა და აზროვნებაში არავითარ წინააღმდეგობას,
არავითარ გაორებას ადგილი არ აქვს.
ვეფხისტყაოსნის ლიტერატურული ჟანრის შესახებ
პროლოგის ანალიზისას
ნაჩვენებია, რომ რუსთაველი უარყოფითად არის განწყობილი ლირიკული პოეტური ჟანრის მიმართ,
რომ პოეტი აშკარად აძლევს უპირატესობას ეპიკურ ჟანრებს. ვეფხისტყაოსანი არის „გრძელი
ამბის“ ფონზე გაშლილი ეპიკური ნაწარმოები, პოემა ან ლექსად დაწერილი რომანი. ოღონდ
დაზუსტყება სჭირდება თვითონ ეპიკურს. საქმე ისაა,
რომ ამ საგანზე სპეციალური (და ჩვენი შეხედულებებით) არასწორი მოსაზრება აქვს
გამოთქმული ისეთ რუსთველოლოგს, როგორიც იყო ნ.მარი. ეპიკური ჟანრის ნაწარმოებში რუსთაველი
ძლიერად ამჟღავნებს თავის პირადულ, სუბიექტურ განწყობილებას. რუსთაველის ინდივიდუალურობა,
როგორც ავტორისა, ხშირად იჩენს თავს პოემის ცალკეული სიტუაციებისა და პერსონაჟეისადმი
დამოკიდებულების საკითხი. პოემის ერთი დიდი ნაწილი რუსთაველს გადმოცემული აქვს, როგორც
მთავარი პერსონაჟის მინათხრობი ამბავი ( ტარისელისა და ნესტანის თავდაპირველი თავგადასავალი). პოეტი ეპიკური სიმშვიდით ვერ მიჰყვება
გმირის თხრობის მიმდინარეობას, თავისი ავტორული ჩარევით ( ავტორული რემარკით) იგი სწორდ სუბიექტური, ლირიკულ–ემოციური სულისკვეთებით
მსჟჭვალავს ნაწარმოებს. პერსონაჟისა და ავტორის თხრობანი ერთმანეთს ერწყმის. საკმარისია
ერთი მაგალითის მოყვანა. ტარიელისა და ავთანდილის განთქმული დიალოგისა და ძმადნაფიცების
გაყრის გადმოცემის შემდეგ რუსთაველი უშუალოდ მიმარათავს მკითხველებს და მძაფრი ლირიკული
ინფორმაციით აცხადებს.
„ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თავლი ცრემლსა მღვრელია,
გელმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე დღე როგორ ძნელია.
ასეთივე კილო ახასიათებს
რუსთაველის შეგონებას.
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მტვრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმრთისა ძალი!
ავტორი თავს დატრისლებს თავის გმირებს, უკვირდება იმათ
ქცევას, საქმიანობას, იმათ სულიერ ვითარებას, თითქოს მონაწილეობს იმათ ცხოვრებაში,
თითქოს თან დაჰყვება მათ. ასე იწყებს რუსთაველი ავთანდილის მეორე მგზავრობის ამბავს.
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა.
ავთანდილის მიერ ჭაშნაგირის უხმაუროდ მოკვლასთან დაკავშირებით
პოეტი
შენიშნავს:
ესე მიკვირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიჰარა?!
ქაჯეთის ციხესთან
გამართული თათბირის გამო პირდაპირ ამბობს:
იგი ჭაბუკკნი შუქითა ვ ნ ა ხ ე მზისაცა მეტითა.
რუსთაველი არათუ
პოემის მთავარ გმირებს (ტარიელს, ავთანდილს, ნესტანს...) ახლავს დალხენისა თუ განსაცდელის
ჟამს, ის არც მეორეხარისხოვან პერსონაჟებს (ფატმანს, უსენს...) ტოვებს უყურადღებოდ.
ავთანდილისა და ფატმანის პირველი გაცნობის გამო ატორი ერთგვარი ჰუმორით ურთავს:
ფატმან ხათუნს მოსვლა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.
უსენის გამცემლობის
აღწერის მოლოდინში პოეტი მკითხველებს აფრთხილებს:
აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი,მსწრომელი!
რასაკვირველია,
რუსთაველი განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენს პოემის მთავარი პერსონაჟების მიმართ. პოეტი
ხშირად თავმდაბლურად აცხადებს, თითქოს მან ვერ შეძლო სათანადოდ გადმოეცა გმირის სულიერი
განწყობილება ან ღირსეულად აეწერა სიტუაცია. მაგალითად:
აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
სხვაგანაც რუსთაველს
უწერია:
რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.
ვეფხისტყაოსნის
ზოგიერთ კარს ლირიკული პრელუდიის სახით წინ უძღვის სოფლის სამდურავი. ასეთია ცნობილი
სტროფი:
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩ ე მ ე ბ რ ტირსა!
წუთისოფლის გმობით
იწყება „ამბავი ნესტან–დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა“:
ვა,საწუთროთ, სიცრუვით, თავი სატანას ადარე,
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
მით ვ ხ ე დ
ა ვ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად
არე?
ვგონებ, მოყვანილი
მაგალითები საკმარისია. რუსთაველი მთელი პოემის მანძილზე ამჟღავნებს თავის სუბიექტურ
განწყობილებას, თავის ლირიკულ განცდებს. პოემის ტექსტი აღსავსეა ლირიკული გადახვევებით.
ყოველივე ეს საბუთს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ვეფხისტყაოსანი არ არის ლირიკულ ვნებათა
ღელვას მოკლებული მშვიდი ეპიკური ნაწარმოები. ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი მ ძ ლ ა ვ რ ი ლ ი რ ზ მ ი თ გ ა მ ს ჭ ვ ა ლ უ ლ ი ე პ ი კ უ რ –რ ო მ ა ნ ტ ი კ უ ლ ი პ ო ე მ ა ა. როგორც სავსებით სწორად აღნიშნავს ჰუგო ჰუბერტი
(ვეფხისტყაოსნის ახალი გერმანული თარგმანის ავტორი), ჩვენი პოემა გარეგნული ფორმით
(მაინც) არის ს ა რ ა ი ნ დ ო რ ო მ ა ნ ი (Ritterroman)
იმ ტიპისა, რომელიც დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში შემუშავდა.
რუსთაველის პოემა და მისი სიცოცხლე საუკუნეებში
ყოველი გენიოსი ჰქმნის დროისა და სივრცის ფარგლებში. რუსთაველის პოემის ფონი არის საშუალო საუკუნეთა ქართული გარემო, საშუალო საუკუნეთა ქართული მსოფლიო. მაგრამ შოთას პოემა ეკუთვნის კაცობრიობის გენიის იმ უდიადეს ქმნილებებს, რომელთა მნიშვნელობა არაა დაკავშირებული ამა თუ იმ ეპოქასთან, რომლებიც არ ჰკარგავენ თავის ცხოველმყოფელობას მას შემდეგაც, რაც გადავიდა ის ისტორიული გარემო, რომელსაც იგი ასახავდა. ეპოქის გარდასვლასთან ერთად იჩრდილება ის, რაც წარმავალია. ხოლო რჩება უკვდავი პოეზია, თავისი ზოგად-კაცობრიული შინაარსით.
საკაცობრიო იდეალებს საშუალო საუკუნეთა მსოფლიო ლიტერატურაში არ ჰყოლია უფრო დიდი მომღერალი, ვიდრე რუსთაველი იყო. რუსთაველის პოემაში მეტყველებს ადამიანის თავისუფალი სული. ადამიანის სულიერი ცხოვრების წყაროები, რომლებიც სანახევროდ გადამშრალი იყო საშუალო საუკუეებში, რუსთაველის პოემაში აღწევს თავის სავსებას. რუსთაველი უდიდესი ჰუმანისტია, რომლის მსგავსი არ იცის საშუალო საუკუნეთა მსოფლიო ლიტერატურამ.
*
რას შეიცავს ვეფხის-ტყაოსანი, რომ საუკუნეთა მანძილზე არ აკლდება შთამაგონებელი ძალა და მუდმივ რჩება ცოცხალ და მოქმედ პოეტურ ქმნილებად.
ორი უდიადესი და უმშვენიერესი გრძნობა ადამიანისა-მეგობრობა და სიყვარული, აი რას უმღერის შოთა რუსთაველი თავის პოემაში, უმღერის ისეთი სრული პოეტური ხმით, როგორითაც იშვიათად თუ ვისმე უმღერია რუსთავლეზე ადრე ან რუსთაველის შემდეგ.
სიმფონია სიყვარულისა და მეგობრობისა გაშლილია პოემაში ცისარტყელის მრავალფეროვნებით:
სიყვარული ნესტანისა და ტარიელისა, ასევე, სხვა განათებით, სიყვარული თინათინისა და ავთანდილისა, - ეს არის უკვდავი ჰიმნი, მიძღვნილი ადამიანის სულის სინათლისადმი.
მეგობრობა ვაჟთა-ტარიელისა, ავთანდილისა, ფრიდონისა,-ეს უდიადესი გრძნობა, რომელიც განასახიერებს ძმობას არა მხოლოდ ადამიანთა შორის, არამედ ძმობას ხალხთა შორის. მეგობრობა ქალთა-ნესტანისა და ასმათისა, ნესტანისა და ფატმანისა,-რომელსაც არ აფერხებს მათი სხვადასხვა სოციალური ფენებისადმი კუთვნილება. მეგობრობა ვაჟისა და ქალისა,-ტარიელისა და ასმათისა,-ჭეშმარიტად უმშვენიერესი ფურცელი მსოფლიო პოეზიისა, უზენაესი და უკეთილშობილესი გრძნობით შთაგონებული.
და ყოველივე ეს განსახიერებულია ისეთ სრულქმნილ მხატვრულ ფორმებში, რომელიც უშუალოდ მიდის ადამიანის გულთან და სამუდამოდ აღიბეჭდება მასში. რუსთაველი თავის პოემაში უმღერის მშვენიერებისა, კეთილისა და სიმართლის ძლევამოსილებას. რუსთველი თავისი პოემის გენიალურ სიმბოლურ სახებში წარმოგვიდგენს, თუ როგორ დაამხო მეგობრობისა, გმრიობისა და სიყვარულის გრძნობით შთგონებულმა რაინდებმა ბოროტების, სიბნელისა და ძალმომრეობის სიმბოლო ქაჯეთის ციხე, და როგორ გაანთავისუფლეს მათ მთვარე, რომელიც გველს ჰყავდა დატყვევებული. რუსთაველის პოემა გამსჭვალულია მაღალი ეთიკური იდეალებით. რუსთაველის პოემაში იდეა მეგობრობისა და სიყვარულისა შემოსილია ზნეობრივი სიმაღლის შარავანდედით, იგი არის გამოვლინება ადამიანის ბუნების სიდიადისა. სიყვარული რუსთაველის პოემაში არის წყარო ზნეობრივი განახლებისა.
ცხოვრება შოთა რუსთაველისა
არის ერთგვარი
მსგავსება საშუალო საუკუნეთა უდიდესი პოეტური გენიოსის შოთა რუსთაველის ბედსა და ახალი
ეპოქის უდიდესი გენიოსის შექსპირის ბედს შორის.
შექსპირი თითქმის ჩვენი თანამედროვეა,
მაგრამ მისი ვინაობის საკითხი მაინც სადაოდ არის ქცეული და დღემდე გრძელდება კამათი
იმის შესახებ, თუ ვინ იყო უკვდავი შემოქმედი ჰამლეტისა, _მსახიობი სტრატფორდიდან, რეტლენდი,
ბეკონი, თუ კიდევ სხვა ვინმე. მკვლევართა შორის მეტი თანხმობაა, მაგალითად, უძველესი
ხანის მეორეხარისხოვანი ინგლისელი მწერლების შესახე,ბ, ვიდრე დიდ ბრიტანელზე, მსოფლიო
მწერლობის უდიდეს გენიოსზე შექსპირზე, რომლის ცხოვრება თითქმის ჩვენ დროს, უახლოეს
საუკუნეებს, ბეჭდვითი სიტყვის ხანას ეკუთვნის.
ანალოგიური იყო რუსთაველის ბედი.
შოთა რუსთაველი თუმცა ადრინდელი მწერალია შექსპირთან შედარებით, მაგრამ რუსთაველის
ცხოვრება ეკუთვნის საქართველოს ძველი ისტორიის ყველაზე ბრწყინვალესა და, ამასთან, ყველაზე
ცნობილს ხანა, XII-XIII საუკუნეებს, ეპოქას, რომელიც საქართველოს ძველ ისტორიაში „ოქროს
ხანის“ სახელწოდებით არის ცნობილი. მართალია, XII-XIII საუკუნეთა შემდეგ საქართველომ
რამდენჯერმე განიცადა პოლიტიკური კატასტროფა და ამის გამო ძველი საქართველოს კულტურული
და სალიტერატურო მემკვიდრეობა ნაწილობრივ ფრაგმენტული სახით არის მოღწეული; მაგრამ
მაინც ამ ეპოქაზე, XII-XIII საუკუნეთა საქართველოზე, შედარებით მეტი ვიცით. მთელი რიგი
ჩვენ დრომდე გადარჩენილი ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლები გვაძლევს საშუალებას ახლო გავითვალისწინოთ
XII-XIII საუკუნეთა საქართველოს ისტორიული გარემო, აღვადგინოთ ეპოქის სურათი.
მაგრამ უდიდესი ადამიანი ეპოქისა- შოთა რუსთაველი
-დიდხანს ჩრდილში იყო დარჩენილი. ცნობები მის შესახებ ცოტა შენახულა, ანუ უფრო სწორად,
ცნობები თუმცაღა მოიპოვება, მაგრამ ეს ცნობები
არ იყო სათანადოდ ამოცნობილი.
ისევე
როგორც დასავლეთის ლიტერატურაში არსებობს „შ ე ქ ს პ ი რ ი ს ს ა კ ი თ ხ ი“, ვეფხის-ტყაოსნის
ავტორის ვინაობა, და მასთან დაკავშირებით ზოგიერთი სხვა საკითხიც პოემის შესახებ, საკამათოდ
იყო ქცეული.
რუსთაველის საკითხი ამჟამად გადაჭრილია.
მეცნიერული მუშაობის შედეგად, რომელიც ჩატარებული იყო რუსთველოლოგიაში უკანასკნელი
ნახევარი საუკუნის მანძლზე, დადგენილია ვინაობა დიდი ქართველი პოეტისა.
რუსთაველი აღმოჩენილ იქმნა მას შემდეგ, რაც ამოშიფრულ
იქმნა ცნობები, რომლებიც დაცულია ერთს ძველ-ქართულ საისტორიო ძეგლში („ ჟ ა მ თ ა ა
ღ მ წ ე რ ე ლ ო ბ ა „), რამაც მოგვცა დასაყრდენი შოთა რუსთაველის პიროვნების ამოსაცნობად.
ცნობები ამ ძირითადი საისტორიო წყაროსი
- „ჟამთააღმწერლობისა“ (რომელიც XIV საუკუნის პირველ პირველ ნახევარს ეკუთვნის), და ამის
გვერდით ის ჩვენებანი, რომლებსაც იძლევა ვეფხის-ტყაოსნის პროლოგი და თვით პოემის ტექსტის
რეალიები, აგრეთვე მთელი რიგი ფრაგმენტული ცნობები, რომლებიც შერჩენილია სხვადასხვა
ძველ-ქართულ ძეგლებში, _ ყველა ამ წყაროთა ჩვენებანი ეთანხმებიან და ავსებენ ერთიმეორეს;
ანალიზი ამ წყაროებისა იძლევა საშუალებას ამოვიცნობთ პოეტის ვინაობა, _აღვადგინოთ მთავარ
ხაზებში პოეტის ბიოგრაფია და გადავწყვიტოთ თვით შოთას პოემის „ვეფხისტყაოსნის“ შესახები
ძირითადი ისტორიულ- ლიტერატურული საკითხები.
დასახელებული წყაროების მიხედვით დადასრუდა, რომ
შოთა რუსთაველი არის ცნობილი ისტორიული მოღვაწე XII-XIII
საუკუნეთა _ შ ო თ ა
ჰ ე რ ე თ ი ს ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, ერისთავთ-ერისთავი საქართველოს აღმოსავლეთ მხარეთა-ჰერეთისა
და რუსთავისა. ირკვევა ამასთან, რომ შოთა, ვიდრე გახდებოდა ერისთავთ-ერისთავი ამ გაერთიანებულ
მხარეთა, ჯერ იყო მფლობელი რუსთავისა, საიდანაც მას მიუღია სახელწოდება რ უ ს თ ა ვ
ე ლ ი.
შოთა ჰერეთის ბაგრატიონი, შოთა რუსთაველი,
საისტორიო წყაროების ჩვენების თანახმად, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე ყოფილა, დიდად
დამსახურებული სამშობლო ქვეყნის წინაშე. XIII საუკუნის 30იან 40იან წლებში, საქართველოს ძნელბედობის
ხანაში, როდესაც საქართველო, მონღოლთა შემოსევის დროს დიდი განსაცდელის წინაშე დადგა,
შოთა, სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად, ღირსეულად ხელმძღვანელობდა ქვეყნის საქმეებს.
შოთა უდიდესი პოეტია, ხოლო ამავე დროს იგი
იყო მამა ერისა, ქვეყნისათვის თავდადებული.
შოთა რუსთაველის საგვარეულო ისტორიიდან.
თავდაპირველად შევჩერდით შოთას საგვარეულო ისტორიაზე.
ეს ინტერესს წარმოადგენს კერძოდ იმ მხრივაც, რომ შოთას პოემაში, როგორც შემდეგ გამოირკვევა,
ჩვენ გვაქვს რემინისცენციები პოეტის საგვარეულო ისტორიიდან. სოლო ამით ახალი სინათლე
ეფინება თვით შოთას პოემას, პოემის ზოგ ისტორიულ-ლიტერატურულ საკითხს.
ბაგრატიონთა გვარეულობა, რომელსაც ეკუთვნოდა შოთა, არის
საქართველოს ძველი სამეფო გვარეულობა. ბაგრატიონთა დინასტია იდგა საქართველოს სახელმწიფოს
სათავეში ათასეულ წელზე, მეტი, VI საუკუნიდან მოკიდებული ვიდრე 1801წლამდე.
ბაგრატიონთა გვარი შთამომავლობით იყო საქართველოს
სამხრეთ-დასავლეთი მხრიდან - მ ე ს ხ ე თ ი დ ა ნ.
ბაგრატიონთა გვარი საშუალო საუკუნეებში რამდენიმე
შტოდ განიყოფებოდა.
მთავარი შტო იყო ქართლ-მესხეთის ბაგრატიოები, რომელთაგან მომდინარეობდა სრულიად
საქართველოს სახელმწიფოს დინასტია- მეფეთა- მეფენი სრულიად საქართველოსი XI-XIII საუკუნეთა.
ერთ-ერთი გვერდის შტო ბაგრატიონთა გვარისა
იყვნენ ჰერეთის ბაგრატიონები. ეს შტო ბაგრატიონთა გვარისა გადმოსახლდა მესხეთიდან საქართველოს
აღმოსავლეთ მხარეში _ ჰერეთში VIII საუკუნეშ VIII საუკუნის დასასრულს ისინი ხდებიან
მეთაურნი ჰერეთის ფეოდალური სამეფოსი (რომელიც მოიცავდა კახეთის სამხრეთ ნახილს, რუსთავის
მხრიდან ვიდრე ალაზნის აუზის აღმოსავლეთ მიჯნებამდე).
ჰერეთის ამ ფეოდალურმა სამეფომ (სხვადასხვა
საზღვრებში) იარსება XII საუკუნის დასაწყისამდე, 1117წლამდე.
1117 წელს სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფემ
დავით აღმაშენებელმა შემოიერთა ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი ფეოდალური სამეფო ჰერეთის
მხარისა. მემატიანის ცნობით, ჰერეთის სამეფოს მეთაური ამ დროს იყო ასათ I გრიგოლის
ძე. ასათის თანამმართველი ყოფილა მისი ძმა შოთა (აღვნიშნავთ, რომ სახელს შოთა ატარებდა
არა მარტო პოეტი შოთა რუსთაველი, რომელიც უფრო გვიან ცხოვრობდა, არამედ გვარეულობის
სხვა წევრებიც. სახელი შოთა საგვარუელო სახელია ჰერეთის ბაგრატიონთა, ფართოდ გავრცელებული
ამ გვარში).
ჰერეთის სამეფოს შემოერთებას არ მოჰყოლია
რაიმე პოლიტიკური სახის გართულება. ჰერეთის მეფე-ყოფილი ასათ I პატივით არის მიღებული
დავით აღმაშენებლის კარზე (იგი მოიხსენება როგორც მონაწილე დავით აღმაშენებელის მიერ
გამართული დიდი ისტორიული დარბაზობისა, რომელსაც დაესწრნენ როგორც საქართველოს, ისე
საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებული კავკასიის მხარეთა მფლობელნი, და რომელიც
„ნაჭარმაგევის“ დარბაზობის სახელით არის ცნობილი.
ჰერეთის სამეფოს შემოერთებას სრულიად
საქართველოს სახელმწიფოსთან არ მოჰყოლია აგრეთვე რაიმე ძირითადი ცვლილება მხარის ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ
წყობილებაში. ჰერეთის ბაგრატიონები თუმცა ჰკარგავენ ამის შმდეგვ სუვერენი მფლობელის
უფლებებს, მაგრამ ჰერეთის ბაგრატიონებისათვის დაუტოვებიათ საგანგებოდ მათივე ძველი
სამფლობელო. ჰერეთის ბაგრატიონთათვის მიუციათ თანამდებობა მხარის „ერისთავისა“ („ერისთავთ-ერისთავისა“)
და ეს თანამდებობა რჩება ამ გვარში და მემკვიდრეობით გადადის გვარის უფროსზე XII და
XIII საუკუნეთა
განმავლობაში.
საისტორიო წყაროები ჩვენ გვაძლევს საშუალებას
აღვადგინოთ გენეალოგიური შტო ჰერეთის ბაგრატიონთა, დაწყებული უკანასკნელი მეფეებიდან
ვიდრე შოთა რუსთაველამდე.
ისტორიის ანარეკლი ვეფხის-ტყაოსანში
შოთა რუსთაველის საგვარეულო ისტორია, რომელსაც აქ
გავეცანით, წარმოადგენს ინტერესს კერძოდ იმ მხიდანაც, რომ მისი მიხედვით შუქი ეფინება
შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ვეფხის-ტყაოსნის ტექსტსაც, პოემის ზოგიერთ ისტორიულ-ლიტერატურულ
პრობლემას. ჩვენ გვეძლევა საშუალება ამოვიცნოთ ვეფხის-ტყაოსნის ისტორიული ქარგა, ამოვშიფროთ
პოემაში წამოდგენილი ისტორიული რემინისცენციები.
კერძოდ, პოემაში მოთხრობილი ისტორია ინდოეთის
სამეფო გვარეულობის ორი შტოსი, რომელთაგან უფროსი შტოს წარმომადგენელი არის მეფეთ-მეფე
ინდოეთისა, ხოლო იმავე სამეფო გვარეულობის მეორე, უმცროსი შტოს წარმომადგენელი არის
მეფე ინდოეთის ერთი ნაწილისა, „მეშვიდე“ სამეფოსი, _იდენტურია საქართველოს სამეფო გვარეულობის
ორი შტოს ისტორიასთან. აქ ჩვენ გვაქვს არა ზოგადი შეხვედრა ცალკეულ ხაზებში, არამედ
სრული დამთხვევა.
ასე, შეადარეთ:
1. „ინდოეთს შვიდთა
მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი“_ მოგვითხრობს შოთა. საქართველოს სახელმწიფოს XII-XIII საუკუნეთა
საისტორიო წყაროებში ეწოდება „შვიდ სამეფოდ განწესებული“ (ისტორიულად XII-XIII საუკუნეთა
საქართველოს დიდი სახელმწიფო, რომელიც აერთიანებდა ქვეყვენს „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“,
შვიდი ძველი სამეფოს გაერთიანებას წარმოადგენდა).
2. ინდოეთის შემადგენელი „შვიდი სამეფოდან“ ექვსი სამეფოს
მფლობელი არის ფარსადანი, ხოლო მეშვიდე სამეფოს ფლობს სარიდანი, მამა ტარიელისა; ორივენი,
როგორც მეფეთ-მეფე ინდოეთისა („ექვსი სამეფოს“ მფლობელი), ისე მეფე „მეშვიდე სამეფოსი“,
ერთსა დაიმავე გვარეულობას ეკუთვნიან („თვით ჩემივე გვარი არსა“_ამბობს სარიდანის მემკვიდრის
ტარიელის შესახებ მეფეთ-მეფე ინდოეთისა ფარსადანი;_ ასეთივე სურათი გვაქსვ საქართველოში
XII საუკუნისათვის: „შვიდ სამეფოს განწესებული“ საქართველო XII საუკუნის დასაწყისში
გაერთიანებულია ერთ სახელმწიფოდ სრულიად საქართველოს მეფეთ-მეფის მფლობელობის ქვეშ;
ხოლო ერთი ნაწილი საქართველოსი,_უკანასკნელი დამოუკიდებელი ქართული სამეფო ჰერეთის
მხარისა („მეშვიდე სამეფო“), _არაა გაერთიანებული სრულიად საქართველოს სახელმწიფოსთან.
როგორც საქართველოს სახელმწიფოში, ისე მის ცალკე ნაწილში („მეშვიდე სამეფოში“) მეფობს
ერთიდაიმავე ბაგრატიონთა გვარეულობის ორი შტო.
3. შემგდონი საბოლოო გაერთიენაბეა ინდოეთის ნაწილიდა
(„მეშვიდე სამეფოსი“) სრულიად ინდოეთის სახელმწიფოსთან ხდება ნებაყოფლობით. სარიდანი,
მეფე ინდოეთის „მეშვიდე სამეფოსი“, აღიარებს სრულიად ინდოეთის მეფეთ-მეფის სიუზერენიტეტს;
ასე მთავრდება, მშვიდობიანი გზით, გაერთიანება ინდოეთის ქვეყნებისა._ასეთივე სურათი
გვაქვს XII საუკუნის საქართველოში. XII საუკუნის ათიან წლებშ (1117 წელს) სრულიად საქართველოს
უერთდება უკანასკნელი დამოუკიდებელი ქართული სამეფო ჰერეთის მხარისა („მეშვიდე სამეფო“),
რომლის უკანასკნელი მეფე იყო ასათ I გრიგოლის ძე ჰერეთის ბაგრატიონი (მისი თანამმართველია,
ძმა, რომელიც შოთას სახელს ატარებს, _ შოთა I გრიგილოს ძე.
4. მას შემდეგ, რაც ინდოეთის „მეშვიდე სამეფოს“ მფლობელმა
აღიარა სრულიად ინდოეთის მეფეთ-მეფის სიუზერენიტეტი, იგი ისევ რჩება მთავარ ხელისუფლად
თავის ქვეყანაში, თუმცა სარიდანი აღარ არის ამის შემდეგ „კეისარი“ (სუვერენი ხელმწიფე),
სხვა მხრივ იგი არის „პატრონი“ თავის ქვეყნისა, მხარის უზენაესი გამრიგე ხელისუფალის_ერისთავთ-ერისთავის
უფლებებით: „სხვა პატრონია“, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა“ _სავსებით ანალოგიურია
ჰერეთის ბაგრატიონთა მდგომარეობა ჰერეთის სამეფოს შემოერთების შემდეგ. ჰერეთის ბაგრატიონნი
ისევ რჩებიან მთავარ ხელისუფლად ჰერეთის ქვეყანაში; და თუმცა ისინი აღარ არიან ამის
შემდეგ „კეისარი“ (სუვერენი ხელმწიფე), სხვა მხრივ ისინი არიან „პატორნი“ თავის ქვეყნისა,
მხარის უზენაესი გამრიგე ხელისუფალი_ერითავთ-ერისთავის უფლებებით.
5. ამას ერისთვის აგრეთვე შემდეგი გარემოებაც: გარდა
იმისა, რომ „მეშვიდე სამეფოს“ ყოფილი მეფე სარიდანი დატოვებულ იქმნა მთავარ ხელისუფლად
(ერისთავ-ერისთავად) თავის ქვეყანაში, იგი ამავე დროს არის ვაზირი სრულიად ინდოეთის
მეფეთ-მეფის კარზე.
ასევე ჰერეთის ბაგრატიონნი: გარდა იმისა, რომ ისინი არიან მთავარნი ხელისუფალნი
(ერისთავთ-ერისთავნი) თავის ქვეყანაში, მათ უჭირავთ ვაზირის თანამდებობა საქართველოს
მეფეთ-მეფის კარზე.
რომ
არ შევჩერდეთ ძელ პერიოდზე, ასეთი მდგომარეობა გვაქსვ თამარის ეპოქაში; ასე, როგორც
აღნიშნეთ, მეფის თამარის დროს შოთას პაპა ასათ II, ხოლო შემდეგ მამა შოთასი გრიოგოლ
III, იყვნენ სამეფო კარის ვაზირნი („მეჭუჭლეთ-უხუცესი“).
უფრო გვიან თვით შოთაც სამეფო კარის ვაზირი ყოფილა („მეჭურჭლეთ-უხუცესი“).
იერუსალიმის ფრესკა
XVIII საუკუნის
ქართველი მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი, რომელმაც 1757-1759 წლებში მოიხილა და აღწერა
ქართული კულტურის ძველი კერები საბერძნეთსა და პალესტინაში, კერძოდ აღწერა სიძველენი
იერუსალიმის ჯვარის ქართული მონასტრისა.
ტიმოთე
გაბაშვილი თავის „მიმოსვლაში“ წერს, რომ „ოდეს ჯვარის მონასტერი დაძველებულა“_ „გუმბათს
ქვეითნი სვეტნი განუახლებია და დაუხატვინებია შოთა რუსთაველს, მეჭურჭლეთუხუცესს. თითონაც
შიგ ხატია მოხუცებული“.
აღსანიშნავია,
რომ ტიმოთე, კლერიკალურად განწყობილი მწერალი, უარყოფითად ეკიდება შოთას და აღნიშნავს,
რომ შოთა იყოო „მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმინდისა წილ
ბოროტი ბილწება და გარყვნა ქრისტიანობა“. ტიმოთე გაბაშვილის ამ რეპლიკის მიხედვით ჩვენ
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თ რა მტრულად ყოფილან განწყობილნი შოთას მიმართ კლერიკალური
წრეები.
ტიმოთე
გაბაშვილის შემდეგ იერუსალიმის სიძველენი და შოთას ფრესკა აღწერეს XIX საუკუნეში
ქართველმა მეცნიერებმა ნ.ჩუბინაშვილმა (1845 წ.) და ალ.ცაგარელმა (1883 წელს).
XIX საუკუნის
დასასრულს მონასტრის დღევანდელმა მფლობელმა ბერძენმა ბერებმა, ჯვარის მონასტრის რესტავრაციის
დროს, თეთრი ფერით დაფარეს შოთას ფრესკა, არ იცოდნენ მისი მნიშვნელობა.
1960 წელს, საგანგებო ექსპედიციამ, რომელშიაც შედიოდნენ პოეტი ირაკლი აბაშიძე
და ცნობილი ქართველი მეცნიერები აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი, იმოგზაურა იერუსალიმში.
რაკი ცნობილი იყო, თუ რომელ სვეტზე და რა ადგილას იყო გამოსახული შოთას პორტრეტი, მათ
სათანადო ჩამოაცილეს ზევითა თეთრი ფერი, რის შემდეგაც აღდგა შოთას პორტრეტი. როგორც
გამოირკვა, შეთეთრების დროს XIX საუკუნის დასასრულს, შოთას პორტრეტი არ დაზიანებულა.
ექსპედიციამ
ჩამოიტანა ფერადი ფოტო პორტრეტისა და გამოაქვეყნა იგი, რითაც კარგი სამსახური გაუწია
რუსთველოლოგიას.
თუ პირველ
პორტრეტზე, რომელიც დართული აქვს ვეფხის-ტყაოსანს. შოთა 30-40 წლისად არის წარმოდგენილიმ
იერუსალიმის ფრესკაზე შოთა წარმოდგენილია ღრმად მოხუცებული.
აქ საჭიროა
აღვნიშნოთ, რომ ძველ-ქართული წყაროები თავის მხრივ ადასტურებენ, რომ შოთას ღრმა სიბერემდე
მიუღწევია.
XV-XVI საუკუნეთა
ერთ პოეტურ ტექსტში_ „რუსთველისა და სერაპიონის გაბაასება“, _შოთა შემდეგი სიტყვებით
მიმართავს სერაპიონს:
„რას მიმერჩი
ბერი ბერსა...“
„ბ ე რ ი“,
როგორც ეს ჩანს თვით სერაპიონის ბოლოსიტყვაობიდან, აქ ნიშნავს არა სასულიერო პირს,
არამედ მოხუცებულს (კამათში მონაწილე სერაპიონი ერისკაცი იყო, და ამასთან ღრმად მოხუცებული).
აღსანიშნავია,
რომ თვით XVII საუკუნემდისაც შენახულა იგივე გადმოცემა, რომ შოთამ
ღრმა სიბერემდე მიაღწია. არჩილ მეფის პოემაში _ „ თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასება“,
_ თეიმურაზი შემდეგი სიტყვებით მიმართავს შოთას:
„ბერი ხარ და ლიტრით მოგცემ სიჭაბუკის შენა ფაზარს“.
ამრიგად,
წყეროების ამ ცნობას, რომ შოთამ ღრმა სიბერემდე მიაღწია, ადასტურებს იერუსალიმის ფრესკა.
რა დროს ეკუთვნის შოთას ფრესკა?
ამ საკითხის
გადაჭრაში სინათლე შეიტანა იერუსალიმის ჯვარის სამონასტრო მატიანეებმა.
1956 წელს
თბილისში მიღებული იყო მიკროფილმი იერუსალიმის ჯვარის სამონასტრო მატიანეებისა, ეგრეთწოდებული
„აღაპთა წიგნისა“. მატიანეში შეტანილია მოსახსენებელი
შოთასი, რომელიც სახელმწიფო ვაზირის „მეჭურჭლეთ-უხუცესის“ ტიტულით მოიხსენება.
მატიანისა
და მასთან დაკავშირებული სხვა წყაროების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად გამოირკვა,
რომ შოთას ეს მოსახსენებელი ჩაწერილია მატიანეში XIII
საუკუნის 40იან წლებში,
1245-1250 წლებს შორის. ისიც ირკვევ, თუ ვის მიერ არის ჩაწერილი მატიანეში: ჩაუწერია
იგი საქართველოდან ჩამოსულს ანტონ ალავერდელ ეპისკოპოსს.
მოსახსენებელი
შოთიასი, ჩაწერილი მატიანეში, და შოთას ფრესკა ერთდროულია. ამრიგად, ეს წლები,
1245-1250, არის თარიღი შოთას ფრესკისა.
საჭიროა აღვნიშნოთ
აგრეთვე, რომ შოთას ფრესკა გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ შოთას დაბადების თარიღი.
შოთა, როგორც
ირკვევა ისტორიულ წყაროთა რამდენიმე სინქრონიზმის მიხედვით, დაბადებულა 1166წლის ახლოს.
ამრიგად, იმ დროს, რა დროსაც ეკუთვნის იერუსალიმის ფრესკა, ე. ი. 1245-1250 წლებს შორის,
შოთა მოხუცი ყოფილა, 80 წლამდე მიღწეული. ხოლო იერუსალიმის ფრესკაზე შოთა ასევე ღრმა
მოხუცად არის წარმოდგენილი.
შოთა რუსთველის იერუსალიმური ფრესკა, როგორც ისტორიის
დოკუმენტი.
შოთა რუსთველის იერუსალიმის ფრესკა არის არა მხოლოდ
ხელოვნების ძეგლი, რომელიც წარმოგვიდგენს შოთას პორტრეტს, არამედ იძლევა შესაძლებლობას
ერთხელ კიდევ შევამოწმოთ ისტორიული ცნობები შოთა რუსთაველის შესახებ.
ამ ფრესკიდან ირკვევა ორი რამ:
1. შოთა ამ ფრესკაზე
წარმოდგენილია როგორც საქართველოს სახელმწიფოს ვაზირი;
2. ამავე დროს შოთა
ფრესკაზე წარმოდგენილია პორფირის სამოსელში, რაც ადასტურებს, რომ შოთა რუსთაველი სამეფო
გვარეულობას ეკუთვნის. ჩვენ უკვე განმარტებული გვქონდა, რომ ჰერეთისა და რუსთავის გაერთიანებული
საერისთავო, რომლის სათავეში იდგა შოთა, ეს იყო ყოფილი სამეფო ჰერეთისა („მეშვიდე სამეფო“);
ამის გამო ერისთავი ამ მხარისა არის „მეფეთა ადგილსა მჯდომი“, ამასთან იგი არის პირდაპირი
შთამომავალი, მემკვიდრე ჰერეთის მეფეთა, ამიტომაც იგი ატარებს პორფირის სამეფო სამოსელს
(„სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა“).
შოთა-ვაზირი
თამარის ეპოქის საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, რომ
ვაზირთათვის განკუთვნილი იყო განსაკუთრებული სამოსელი- მოსასხამი, რომელსაც „სკარამანგი“
ეწოდება.
თამარის პირველ ისტორიაში მოთხრობილია, რომ,
როდესაც თამარის მეფობის დასაწყოსში „თანადგომითა და ერთნებაობითა შვიდთავე სამეფოთა
დიდებულთათა“ დაამკიცეს ვაზირნი, ისტორიკოსის სიტყვისთ, ვაზირთა - „შთააცვეს ტანსა
მათსა სკარამანგი, და დასვეს სელებითა ოქროჭედილთა, რომელიმე მარჯვენით მისსა (თამარისა),
რომელიმე მარცხენით“.
ამას გარდა, ვაზირთათვის განკუთვნილი იყო
თავისებური თავსარქმელი, თეთრი ფერის მრგვალი ქუდი.
იერუსალიმურ ფრესკაზე შოთას ზევიდან აცვია
სავაზირო მოსასხამი, რომელსაც სკარამანგი ერქვა. სკარამანგი შოთასი პორფირის (ძოწეულის)
ქსოვილისაა. სკარამანგს საყელოზე დადებული აქვს ყარყუმის (სიასამურის) ფართო ბეწვეული.
ამას გარდა, სკარამანგს ქვემო მხრიდან მთლიანად ყარყუმის ბეწვეული აქვს დადებული (ეს
ჩანს სკარამნგის გადაწეული მარცხენა პირიდან ).
სკარამანგს ქვევით შოთას აცვია ძველ-ქართული
კაბა მწვანე ფერისა. შოთას წელთ არტყია სარტყელი იმავე პორფირის (ძოწეულის) ქსოვილისა,
რომლისგანაც არის სკარამანგი; ქსოვილის სარტყელი შეკრულია ბალთით.
შოთას
ახურავს თავისებური თავსარქმელი, თეთრი ფერის მრგვალი ქუდი. აქ საჭიროა შევადაროთ შოთას
ჩაცმულობა ამავე ეპოქის სხვა მასალებს.
შოთას ეპოქიდან (XII საუკუნე-
XIII
საუკუნის პირველი ნახევარი) ჩვენ დრომდე მოღწეულია ფრესკა ვაზირის სუმბატ
ორბელიანისა (იგი იყო ვაზირი მანდატურთ-უხუცესი); ფრესკა ვაზირის სუმბატ ორბელიანისა,
დახატული მის სიცოცხლეში, XII საუკუნის მესამე მეოთხედში, შენახულა
ბეთანიაში.
ჩაცმულობა ამ ორი ვაზირისა, შოთასი
და სუმბატ ორბელიასნისა, ერთგვარია; ორივეს ზევიდან აცვია მოსასხამი სკარამნგი; სკარამანგს
ქვევით ძველ-ქართული კაბა; კაბაზე-ქსოვილის სარტყელი, ბალთით შეკრული, ორივეს თავზე
ახურავს თავისებური ქუდი, თეთრი ფერის მრგვალი თავსაბურავი.
პატრიოტიზმი
სხვადასხვა დროის მწერლები და მოღვაწეები რუსთველის
შესახებ.
შვიდი საუკუნის მანძილზე მწერალი და ლიტერატურისმცოდნე
მოხიბლულა რუსთაველის უკვდავი ქმნილებით.
აღორძინების ხანის (15-18ს.) მწერლები
სარგენლობენ ყოველგვარი შემთხვევით, რომ ასე თუ ისე მოიხსენიონ ეს სიბრძნის ნერგი,
რომელზედაც ისინი ხარობენ და რტოებს იყრიან.
მრავალი მათგანი დღეს თუ მოიხსენიება,
მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი სახელი ქართული პოეზიის ამ დაუვალ მზეს დაუკავშირა.
ასევე შეიძლება ითქვას ზოგიერთი ლიტერატურისმცოდნის შესახებაც.
პირველი მწერალი აღორძინების ხანისა, რომელიც გათამამებული
მოჰკვეხს, რომ
ნაძლევი ვარ რუსთველისა, თუ მეტი ქმნა ჩემოდნობაო.
არის სერაპიონ სოგრატის ძე საბაშვილი, რომელმაც მე-16
საუკუნის
დასაწყისსში „შაჰ-ნამეს“ ნაწილი („როსტომიანი“) გადმოთარგმნა
ლექსად. ამ თავის თარგმანში იგი ერთ ადგილას რუსთავლეს გააბაასებს თავის თავთან და
მას პასუხს ათქმევინებს:
რას მამერჩი ბერი ბერსა, მე გავლექსე ლამაზ ენა,
აშიყი
ვარ თვალწარბისა, ვინ სოფელი დაამშვენა.
შენ ტყუილად
შემოგფიცეს, მათ აუბნეს ტკბილას ენა,
თუმცა
ფასი არ მიბოძა, მან რუსთავი ამიშენა.
სერაპიონი, როგორც ჩანს, იზიარებს იმ აზრს, რომ რუსთაველი იყო მიჯნური სოფლის
დამამშვენებელი თამარისა, რომელმაც მას, რუსთაველს, რუსთავი აუშენა.
შემდეგი პოეტი, რომელიც მოწიწებით ეპყრობა რუსთაველს და ლექსის თქმით ნებართვას
სთხოვს, არის „იოსებ ზილიხანიანის“ პირველი
უცნობი გამლექსავი.
იგი ასე მიმართავს იმ მელექსეებს, რომლებსაც თავიანთი თავი რუსთაველის დასადარი
ჰგონოიათ:
მელექსენო, ნუ გგონიათ თავი რუსთვლის დასადარი,
რომე აღძრნეთ უმეცარად, თავსა ირქვათ მისი დარი,
ლექსთა ბოლო შემოგაკლდესთ
და შეიქმენთ სიტყვა მცდარი,
მას მეუფემ განგებითა
წყალობისა დასცა დარი.
აქ უცნობი პოეტი „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისის მე-14
სტროფის მომარჯვებით
მაშინღა ნახეთ მლექსე და მისი მო\საირობა,
რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა,
დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
არც შეამოკლოს ქართული,
არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
ხელ-მარჯვედ სცემდეს
ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
სხვათა შორის სერაპიონსაც ამათრახებს, იმ სერაპიონს,
რომელსაც ეგონა, რომ რუსთაველმა მასზე მეტი არა შექმნა რა. უცნობმა ავტორმა იცის, რომ
თუმცა ხელმქმნელი რუსთველი თინათინს აქებს არ ავსა,
ნესტან-დარეჯან ბროლ-ვარდსა გიშრის მანითა სარავსა,
იგინი ამას ვადარო,
რა უთხრათ დაუფარავსა,
და ხუდბა ვინებო არ
ძალმიძს, ქებათა მოუგვარავსა.
ასეთივე მაღალი აზრისაა რუსთველის შესახებ პოეტი ქაიხოსო
ომანაშვილ ჩოლოყაშვილი მე-17 საუკუნის დასაწყისის მწერალი, რომელმაც თავის „ომაინიანში“
„ვეფხისტყაოსნის“ გმირების შთამომავალთა შესახებ სამიჯნურო ხასიათის ამბავი შექმნა
და გალექსა.
იგი რუსთაველის შესახებ შემდეგს წერს:
ტარიელისთვის რუსთველი მიწყივ ცრემლისა მღვრელია,
მისთა ნათქვამთა მზგავსებით
სმენას ნუღარ ვინ ელია,
შემდგომში რუსთაველის „ვეფხისტყაოსნით“ გატაცება ისე
შორს მიდის, რომ
პოეტები ხშირად მის შინაარსსაც კი იმეორებენ მოკლედ
და ლექსავენ თავიანთ
ნაწარმოებებში.
ასე, მაგალითად, თეიმურაზ I „იოსებ
ზილიხანიანის“ მეორე მთარგმნელი- იგივე
თეიმურაზი ხშირად
იყენებს რუსთველის აფორიზმებს, რომლებიც მას უხვად
აქვს გაბნეული „გაზაფხულისა და შემოდგომის შედარებასა“
და „მაჯამაში“.
რუსთაველმაც
თქვა: „ნურვინ თქვასო სიტყვა ცუდად წასახდომი.
და ეგებეს რამ
აწ მეც ვთქვა ცოტა რამე მოსაწონი“
ასევე:
შოთამ თქვა
სწორად მიდგომა მზისაგან ვარდთა, ნეხვისა
ანდა:
ვის სიცოცხლე
მწარე ჰქონდეს, სიკვდილი თქვა შოთამ ტკბილად .
თეიმურაზივე გადმოგვცემს, თითქოს შოთას უყვარდა თამარი:
სწვევდა სახმილი უშრეტი პირმზისა თამარ მეფისა...
მისი თანამედროვენი რუსთაველს აქებდნენ, რის გამოც თეიმურაზი
მეტად გაგულისებულია. იგი წერს:
ლექსი ჩემი სჯობს
გვარად და ტკბილად სასმენად ყურისა,
მაინც რუსთველსა
აქებენ, მე იმან გამაგულისა.
მე-17
საუკუნის მეორე ნახევრის მწერალი „ბარამ-გურიანის“ ავტორი პოეტი ნოდარ ციციშვილი შედეგს
წერს რუსთაველის შესახებ:
რუსთველს არ დარჩა უთქმელი, რაც ოდენ მისწვდა გონება,
მისი ლექსები
მკითხველსა სხვა რადმცა მოეწონება?
ტარიელისთვის საქებრად მას ენა აედონება,
მისთა ამბავთა
უამე კაცს რამცა გაეგონება.
იგივე გვაწვდის
შემდეგს ცნობებს თეიმურაზისა და რუსთაველის შესახებ:
თეიმურაზ
თქვა ამბავი იოსებ-ზილიხანისა,
ლეილის ქება, სიტურფე
და მეჯნუნისა ჯანისა;
თქვა ხელმწიფური ლექსები,
თვით რუსთვლის მოსაწონისა,
ლექსთა მკითხველთა
მელექსედ ხან ის აქებსდა და ხან ისი.
„შოთა რუსთაველი იყო უკვე ჟამსა უდიდებულესისა, დიდისა მის და ღირს სახსოვარისა მეფისა თამარა გიორგის
ასულისა, თვითმყრობელისა სრულიად ყოვლისა გიორგიისა, რომე არს ივერია, ესე იგი ყოველი
საქართველო.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები ევროპულ
ენებზე.
ცნობილია,რომ ის ინტერესი, რომელსაც იჩენდნენ
ევროპელი მეცნიერები აღმოსავლეთის მრავალმილიონიანი ერების მორალური, ინტელექტუალურიდა
პოლიტიკური ცხოვრებისადმი, გამოწვეული იყო ევროპული იმპერიალიზმის პროგრამით, მისი
კოლონიალური დაპყრობითი პოლიტიკით.
მაშინ
როდესაც ასეთი დაინტერესების ნიადაგზე, მე-19 საუკუნის ბოლოს, არაბეთის, ინდოეთისა
და ირანის თითქმის ყველა ცნობილი პოეტი საკმარისად შესწავლილი და ევროპულ ენაზე გადათარგმნილი
აღმოჩნდა, რუსთაველმა მსგავსად ფ ი რ დ ო უ ს ი ს ა და ხ ა ი ა მ ი ს ა, მას ღირსეულ
ყურადღებას არ აქცევდნენ თვით მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი მკვლევარებიც კი.
პირველი ევროპელი მეცნიერი, რომელმაც რუსთაველი
კვლევის საგნად დაისახა, იყო მარი-ფელისიტე ბროსე (1802-1880). მან, ჯერ კიდევ ახალგაზრდა
მეცნიერმა, ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალის („Nouveau Journal
Asiatique”) ფურცლებზე
1828-31 წლებში მოათავსა წერილები ქართული ლიტერატურის შესახებ და, კერძოდ, „ვეფხისტყაოსანზე“.
მანვე მოგვცა პირველი პროზაული თარგმანი „ვეფხისტყაოსანის“. დასაწყისის სტროფებისა,
პირველი თავისა და მოკლე შინაარსი დანარჩენი თავებისა. როგორც ვიცით, ბროსე ამზადებდა
„ვეფხისტყაოსნის“ სრულ თარგმანს. მან ეს დაპირება გაიმეორა 1841 წელს ზაქარია ფალავანდიშილის
ა და დავით ჩუბინოვის თანარედაქტორობით გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ წინასიტყვაობაში:
„ქართული საუბარი და წერილის კანონი ჩვენისაგან
(იგულისხმება ფრანგული) ისე შორს არ არის, როგორც, მაგალითად, სპარსული და არაბული
გვარი, და ამისათვის ქართველთა მწერალთა კარგი თარგმანი ევროპულს ენებზე უნდა ყოველმა
კაცმა მოიწონოს. თუ ოდესმე დაიბეჭდება თარგმანი რამე „ვეფხისტყაოსნისა“ იმედი მაქვს,
რომ სიხარულით მიიღებენ ევროპაში.სამწუხაროდ, ბროსემ ეს შემდეგში ეს დაპირება ვეღარ
შეგვისრულა და ფრანგული თარგმანი „ვეფხისტყაოსნისა“, შავად მთლიანად დასრულებული, აღარ
გამოაქვეყნა შეიძლება იმის გამო, რომ მისი საბოლოო რედაქციის დასრულება ვეღარ შეძლო,
რადგან თავისი მუშაობის მთავარ საგნად ისტორიული კვლევა-ძიება და ძეგლების გამოცემა
დაისახა.
შემდეგი ცდა „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული თარგმანისა
პოლონურ ენაზე ეკუთვნის კაზიმირ ლაფჩინსკის.
პირველი ცნობა ამ თარგმანის არსებობის შესახებ
მოგვაწოდა ივანე კერესელიძემ 1870წ. „ცისკარში“, ამ საკითხისადმი სპეციალურად მიძღვნილ
წერილში, სადაც იგი, სხვადასხვა შორის, წერს:
„ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა შრომა გასწია პატივცემულმა
აკადემიკმა ბროსემ და რამდენი წიგნები თარგმნა ქართულთაგან ფრანცუზულ ენაზე.
კაზიმირ ლაფჩინსკიმ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი
გამოაქვეყნა ვარშავში 1863წელს. ამ თარგმანშ დიდი მონაწილეობა მიიღო ქართველ მოლიერად
ცნობილმა, ქართული თეატრის და პირველი ქართული ჯურნალის („ცისკარი“) დამაარსებელმა
გიორგი ერისთავმა (1811-1864).
ბროსეს გამოცემის დასახელებით უკვე ირკვევა, რომ
პოლონური თარგმანი შესრულებულია მე-19 საუკუნის 50იანი წლების საზღვარზე
(1841-60), ამიტომ რაღაც გაუგებრობა უნდა იყოს, ჩვენი აზრით, ივანე კერესელიძის შემდეგი
განცხადება, „ცისკარში“ მოყვანილი: „სამწუხაროდ, ეს კი უნდა ვთქვათ, რომ ამ წიგნში
არ ჩანს, თუ რომელს წელიწადში არის ნათარგმნი, და როგორც ტალკო გვარწმუნებს, ვითომც
ეს ეთარგმნოს ამ ორმოცის, თუ ორმოცდახუთის წლის წინეთ ერთს ინჟენერს პოლიაკსა, რომელიც
მსახურებდა თურმე კავკაზიაში და რომლის გვარი ყოფილა კაზიმირ ლოფჩინსკი“. 19 წლის გიორგი ერისთავს შეეძლო ისეთი თანამშრომლობის
გაწევა პოლონელი მთარგმნელისათვის, რომ ეს საგანგებოდ აღსანიშნავი ყოფილიყოს ასეთი
სიტყვებით: „მე რომ ვთარგმნი ამ პოემას, ეს არის პირველი ბიჯი, რომელიც გვმსახურებს
დასამეგობრად პრომეტეის სამშბლოს ქვეყნისა.
რუსთაველი თავის
პოემაში თანმიმდევრულადნავითარებს სამშობლოს ღრმა სიყვარულის იდეას. ვეფხისტყაოსნის
წამყვანიპერსონაჟები, ვაჟები და ქალები, მხურვალე პატრიოტებია, რომლებიც ერთგულად და
უანგაროდ ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს, სამშობლო ქვეყნის ინტერესებს ისინი პირადულ
ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ვიცით,რომ ხვარაზმ–შაჰის ძის ინდოეთში ზედ–სიძედ მოყვანა
წარმოადგენდა დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ აქტს. ხვარაზმ–შაჰის ძეს
ინდოეთში იწვევდნენ არა მარტო ნესტანის საქმროდ, არამედ ინდოეთის ნამდვილ მბრძანებლად,
ონდოეთის ფაქტობრივ მეფედ. თავისუფლებისმოყვარე დიდი ხალხი უნდა მოქცეულიყო უცხოელთა
ბატონობის მძიმე უღლის ქვეშ. მეფე ფარსადანის ბეცი პოლიტიკის გამო ეს უღელი ინდოეთს
უნდა ეკისრა ნებაყოფლობით. განსაცდელის ჟამს სამშობლო ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე
ფხიზლად იდგნენ ნესტანი და ტარიელი. ნესტანი მტკიცედ აცხადებდა: „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი
გაგვიხასდენ“. ნესტანს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია
სპარსელების (ხვარაზმელების) ინდოეთში გაბატონება (გახასება). იგი ტარიელს ურჩევს,
მოაგონოს მის მშობელს, მეფე ფარსადანს:“ჰკადრე, თუ: სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ე. ი. ვერ დაუშვებ, რომ სპარსელებმა თავისუფლად იპარპაშონ ინდოეთში, მოსჭამონ და მოაოხრონ
ინდოეთის მშობლიური მიწა–წყალიო. ნესტანის ეს სიტყვები გამსჭვალულია ღრმა პატრიოტული
სულისკვეთებით.ამიტომაც პატრიოტი ქალი სწორედ ჯეროვანი პოლიტიკური მოქმედების გეგმას
აწყობდა. ნესტანს ეშინოდა, ტარიელისა და ფარსადანის კონფლიქტს ზიანი არ მოეტანა ინდოეთის
ინტერესებისათვის, დაძაბული ვითარების დროს ყმაწვილქალი სამაგალითო წინდახედულობით
ბჭობდა. ტარიელი გვიამბობს:
მიბრძანა,თუ:გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და იგი წაიკიდნეთ, ი ნ დ ო ე თ ი გ ა რ დ ა ქ ა რ დ ე ს.
ხვარაზმ–შაჰის ძის
ამბავს ახასიათებს ხაზგასმული ანტისპარსული ტენდენცია. ნესტანი და ტარიელი ილაშქრებენ
ინდოეთში ს პ ა რ ს ე ლ ე ბ ი ს თავაშვებული
თარეშისა და ბატონობის წინააღმდეგ, ისინი ამხილებენ
სპარსელთა პოლიტიკური ბატონობის დამღუპველობას. წარსულში სპარსელების ძალმომრეობისაგან
შეზარებული ქართველობისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები უნდა ყოფილიყო რულთაველის
პოემის აღნიშნული ტენდენციის ხასიათი. ძალადობაში დახელოვნებული დამპყრობლებისადმი
ანტიპათიის გამჟღავნებით რუსთაველი გამოხატავდა ქართველი ხალხის პატრიოტულ გრძნობებს.
მგზნებარე პატრიოტიზმის
სულისკვეთებით არის გამსჭვალული ნესტანის განთქმული წერილი ქაჯეთის ციხიდან. ჩვენ ვიცით,
რომ ნესტანმა გულში ჩაიხშო უზომო მგრძნობელობითი სიყვარული ტარიელისადმი და მას სამშობლოსადმი
სამსახურისაკენ მოუწოდა.
სამშობლო ქვეყნის
სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის იბრძოდა ტარიელი მუხთალი და გაიძვერა რამაზის წინააღმდეგ.
სამშობლო ქვეყნის უმწიკვლო სიყვარულის გრძნობა ასულდგმულებდა უებრო ჭაბუკ ავთანდილსაც.
მას სასახელოდ და საამაყოდ მიაჩნდა თავდადება თავისი ქვეყნისათვის. ავთანდილი გულუშიშრად
ებრძოდა სამშობლო ქვეყნის მტერს. ავთანდილს მხოლოდ ის აშინებდა, რომ მტერს არ ესარგებლათ
მისი იძულებითი გარდახვეწით უცხო მოყმის საძებნელად.
ავთანდილი მუდარით სთხოვდა თავის ხელქვეითებს:
გემუდარებით ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
მეორედ გარდახვეწის
წინ ავთანდილმა შერმადინს დააბარა:
მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების.
ქაჯეთზე გამარჯვებულსა
და არაბეთში ლხინით გართულ ტარიელს არ ავიწყდებოდა თავისი სამშობლო ქვეყნის უნუგეშო
ხვედრი. როდესაც მან პირნათლად მოიხადა თავისი ვალი ძმადნაფიც ავთანდილის წინაშე (ავთანდილი
და თინათინი შეაუღლა), მორიდებით დაეთხოვა როსტევან მეფეს:
შესთვალა: შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მზოველად.
ავთანდილისა და
ფრიდონის დახმარებით ტარიელმა მწარედ დაანანა გათავხედებულ მტერს უმოწყალო თარეში უპატრონოდ
დარჩენილ ინდოეთის ქვეყანაში.
მხურვალედ უყვარდა
თავისი მშვენიერი მულღაზანზარის ქვეყანა ნურად–ფრიდონს. თავისი ქვეშევრდომების სასახელო
ბრძოლაში დაღუპვის გამო მან ბევრი გულწრფელი ცრემლი დაღვარა. თავის მხრით მულღაზანზარის
ღირსებისთვის შეუპოვრად იბრძოდა ტარიელი. საგულისხმო ისაა, რომ ვეფხისტყაოსნის გმირებს
გრძნობით უყვარდათ როგორც თავიანთი ქვეყნები, ისე ქვეყნები ძმადნაფიცებისა, ისინი პატივისცემით
ეპყრობოდნენ მშვიდობისა და თავისუფლების ყველა მახლობელსა და შორეულ მეზობელ ქვეყანას.
ვეფხოსტყაოსნის პატრიოტი რაინდები ხმლით ხელში იბრძოდნენ ძალმომრეობისა ტირანიის წინააღმდეგ,
მათ შემუსრეს მტრები და შექმნეს შუა საუკუნეებისათვის უცნობი, ფუმანურ საფუძვლებზე
აგებულ სუვერენულ სახელმწიფოთა ერთგვარი თავისუფალი კავშირი.
No comments:
Post a Comment